NASA-ს ახალი სატელიტისგან წამოსული სინათლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეგვეძლება
NASA ახალი და უცნაური სატელიტის გაშვებაზე იწყებს მუშაობას, რომელიც ისეთ სინათლეს გამოასხივებს, რომ მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით შეგვეძლება. NASA-ს პრესრელიზში ნათქვამია, რომ სატელიტი სახელად — LightCube, 2022-2025 წლების ფარგლებში გაეშვება.
სატელიტი, რომელიც შექმნილია სტარტაპ Vega Space Systems-ისა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, საგანმანათლებლო პროექტი უნდა იყოს. თუმცა, სატელიტის მიერ გამოსხივებულმა სინათლემ, შესაძლოა, ასტრონომებს კოსმოსის შესწავლაში ხელი შეუშალოს.
NASA-ს ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელია, ეს იმის ფონზე, რომ ასტრონომიის კვლევითი საზოგადოება ხშირ შემთხვევაში Starlink-ის პროექტსაც სწორედ ამ მიზეზის გამო აკრიტიკებს. ცის ზედმეტი "შუქით დაბინძურება" კოსმოსურ სააგენტოს ყველაზე ნაკლებად უნდა სურდეს.
რაც შეეხება ტექნოლოგიას, სატელიტი იგივე ტექნოლოგიას გამოიყენებს, როგორიც ეს კამერის "ფლეშია".
"ეს საგანმანათლებლო პროექტი იქნება. ჩვენი მიზანი ისეთი კოსმოსური სატელიტის შექმნაა, რომელთან დაკავშირებასაც რიგითი მოქალაქეები შეძლებენ. ის იქნება ყველასთვის შთაგონება, რომ გაეცნონ ტელეკომუნიკაციებს, კოსმოსური ხომალდების დიზაინს, ატმოსფერულ და კლიმატურ მეცნიერებებს და ორბიტალური მექანიკას", — ამბობს არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარი დენი ჯეიკობსი.
კომენტარები