ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში — პოლონეთის პრეზიდენტის სიტყვა თავისუფლების მოედანზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/იმედი
"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ", — განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადამი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ჩემთვის უდიდესი პატივია, გამოვიდე სიტყვით აქ, თბილისის თავისუფლების მოედანზე, ესოდენ მნიშვნელოვანი დღესასწაულის დღეს. ამ დღეს საქართველო ზეიმობს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ქართველმა ერმა მაშინ გააკეთა ფუნდამენტური არჩევანი — მიემხრო თვითგამორკვევას, თავისუფლებასა და დემოკრატიას.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკურმა რუსეთმა სულ რამდენიმე წელში საკუთარი აგრესიით გადაწურა თანამედროვე და დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის იმედს, ერის მეხსიერებაში ეს აღმატებული მოვლენა მაინც სამუდამოდ აღიბეჭდა. ამიტომაც, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში ქართველებმა კარგად იცოდნენ, თუ როგორი სახელმწიფოს აღმშენებლობა სურდათ და 2021 წელს შეგვიძლია ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდამეათე წლისთავი.
ამ მოვლენების გახსენებით აშკარად ვაცნობიერებ, რაოდენ ახლო, მოძმე ერია ქართველი ერი პოლონელებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ვარშავა და თბილისი 2 000–ზე მეტი კილომეტრით არიან (არის) დაშორებული, ცოტაა ქვეყნები და ერები ესოდენ დაახლოვებული, როგორც ჩვენი, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი — თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ 1921 წლის შემდეგ საქართველოდან ემიგრირებულიმა ელიტამ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღორძინებული პოლონეთის რესპუბლიკის ცხოვრებაში.
"გვახსოვს წმინდა გრიგოლ ფერაძე — გამორჩეული მეცნიერი და თეოლოგი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული დიასპორის სულიერი წინამძღვარი, რომელიც გერმანელმა ნაცისტებმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში აწამდეს. დღემდე წმინდა გრიგოლ ფერაძე ერთადერთი წმინდანია ვარშავის უნივერსიტეტის ლექტორებს შორის. ჩვენი ისტორიის ფურცლებზე მნიშვნელოვნად აღიბეჭდნენ ქართველი ოფიცრები, რომლებიც პოლონეთის არმიას შეუერთდნენ. სწორედ ახლა სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც პირველმა ქართველმა ხორუნჟებმა და ოფიცრებმა ისარგებლეს შესაძლებლობით, საკონტრაქტო სამსახურში ჩამდგარიყვნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების რიგებში", — აღნიშნა დუდამ.
მისივე თქმით, ქართველებმა მალევე მოიპოვეს აღიარება საკუთარი სამხედრო უნარების წყალობით, ხოლო საკუთარი თავგანწირვა და ერთგულება პოლონეთის რესპუბლიკის მიმართ მამაცურად დაადასტურეს მეორე მსოფლიო ომის დრამატულ წლებში.
"ქედს ვიხრი ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ და თავი განწირეს ჩვენი სამშობლოსთვის 1939 წლის სექტემბერში, ვარშავის აჯანყებაში, ასევე, კატინის ტყეში საბჭოთა ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლების წინაშე. 2007 წელს ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებმა საზეიმოდ გახსნეს პოლონეთის ჯარში მომსახურე ქართველი ოფიცრებისადმი მიძღვნილი ძეგლი. ყოველთვის მადლიერებით სავსე ხსოვნით მოვიგონებთ მათ", — განაცხადა მან.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ პოლონელები და ქართველები გამუდმებით ამჩნევენ ერთმანეთში და პატივს სცემენ თავისუფლებისადმი დიდ სიყვარულს.
"არაერთხელ გვიბრძვია "ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის". თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ მოპოვებული თავისუფლება არასდროს არის მარადი. როგორც ჩემი თანამემამულე, წინდა იოანე პავლე მეორე აღნიშნავდა, ადამიანს თავისუფლება აქვს მინიჭებული, მაგრამ ასევე აქვს "მიბარებული", ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ მასზე და დავიცვათ ის სრული პასუხისმგებლობით. მიმაჩნია, რომ იგივე ეხება სახელმწიფოებსა და ერებს. სამწუხაროდ, არსებობს სახელმწიფოები, რომლებსაც მიაჩნიათ სრულიად სხვაგვარად და მოქმედებენ განსხვავებულად — ისინი საკუთარ თავისუფლებას განსაზღვრავენ დომინირებისა და სხვებისთვის თავისუფლების ძალადობით ჩამორთმევის ჭრილში.
ეს იცოდა ასევე აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გმირული მისიის დროს, საქართველოზე რუსული არმიის შეტევის დაწყების შემდეგ აქვე ახლოს, პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოვიდა. მაშინ მან აღნიშნა: "პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩვენმა მეზობელებმა ჩრდილოეთიდან, ჩვენთვის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდანაც, გვაჩვენეს სახე, რომელსაც ასეული წლებია ვიცნობთ. მათ მიაჩნიათ, რომ ირგვლივ მდებარე სახელწიფოები მათ დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ. ჩვენ ვამბობთ არას! ეს ქვეყანა არის რუსეთი. ამ ქვეყანას მიაჩნია, რომ სულ რაღაც 20 წლის წინ დაშლილი იმპერიის დაბრუნების დრო დადგა, რომ დომინაცია კვლავ გახდება ამ რეგიონის დამახასიათებელი ნიშანი. ვერ გახდება! ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა", — აღნიშნა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში რომელიმე სახელმწიფომ გააგრძელოს იმპერიალისტური და აგრესიული პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით.
"იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ, საჭიროა ვიზრუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტების განმტკიცებაზე და მოვითხოვოთ სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა წინ უნდა აღუდგეს იმპერიალისტურ მარშსს!
ამიტომაც ვარ დღეს თქვენთან ერთად და მინდა ხმამაღლა გავიმეორო, რომ გაერთიანებულ ევროპაში და ნატოში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის აღმოსავლეთი ევროპიდან: საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნას NATO-ს "ღია კარის" პოლიტიკა.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ", — განაცხადა დუდამ.
მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ მათი გამოცდილებიდან იციან რაოდენ დიდი ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ევროკავშირამდე და NATO-მდე მიმავალი გზა არის რთული, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც კი გვეჩვენება.
"რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე–17 წლისთავი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად გადაიქცეოდა ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭირო იყო ძალების ხელახლა მოკრეფა, რათა ფინიშამდე მივსულიყავით.
თუმცა მერწმუნეთ, დროის გადმოსახედიდან დანახული ყოველი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვდა ღრმა რეფორმას, ნამდვილად ღირდა მცდელობას. ამიტომაც მოგიწოდებთ, როგორც თქვენი მეგობარი, გამოიჩინოთ დაჟინებულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებასა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში", — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპული კულტურა ეფუძნება ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემასა და რწმენას, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და შეკრების უფლება. დუდას სიტყვებით, როდასაც ვსაუბრობთ საერთო ევროპის შესახებ, ასევე, უნდა ვისაუბროთ ამ ღირებულებების შესახებ და ყველაფერი გავაკეთოთი იმისთვის, რომ ისინი დაცული იყოს კანონით და სახელმწიფო ორგანოების მიერ.
"ძვირფასო მეგობრებო, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა – ეს ის პრინციპებია, რომელიც, ასევე, ჩვენს უთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე. როგორც საუკუნეების წინათ დაწერა დიდმა შოთა რუსთაველმა, "ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს".
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 103-ე წლისთავს აღნიშნავს.
გაიგე მეტი:
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
კომენტარები