Veritone-მა შექმნა ახალი Deepfake პროგრამა, რომელიც ცნობად სახეებსა და მსოფლიო ვარსკვლავებს მისცემს საშუალებას, მოახდინონ თავიანთი ხმის კომერციალიზაცია. უკეთ რომ გავიგოთ, მაგალითად თქვენ გსურთ, რომ თქვენს რეკლამაში რომელიმე ცნობილი სახის ხმა გამოიყენოთ, ამისათვის მისი ფიზიკურად ჩაწერა საჭირო აღარ იქნება. თუ მას თავისი ხმა Veritone-ის ახალ პროგრამაში ექნება ჩართული, მისი შესყიდვა და გამოყენება სურვილისამებრ შეგეძლებათ.

მეთოდს, რომელსაც Marvel.ai იყენებს, ხმის კლონირება ეწოდება. მას ნებისმიერი ადამიანის ხმის ზუსტი ასლის გაკეთება შეუძლია და ამისათვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სატესტო რეჟიმში დედამიწაზე უკანასკნელად გახსნა თავისი მასიური სარკის "ფრთები". ტელესკოპი კოსმოსში 2021 წლის ბოლოსთვის გაეშვება.

ტელესკოპმა გაშვებამდე უკვე ბევრი მკაცრი ტესტირება გაიარა. ეს გულისხმობდა თითოეული ტელესკოპის 132 აქტივატორისა და ძრავის გამოცდას, რაც საბოლოოდ სარკეებს მოძრაობაში ეხმარება.

ჩინეთის Tianwen-1 მისიის ფარგლებში კოსმოსურმა ხომალდმა "ტერორის შვიდი წუთი" გადალახა და გახდა NASA-ს გარეთ აგებული პირველი ხომალდი, რომელიც მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა.

ამავე მისიის ფარგლებში, შვიდი ინსტრუმენტით აღჭუვრილი ორბიტერი მარსის ორბიტიდან სწავლობს პლანეტის ელექტრომაგნიტურ ველებს, აქაურ ატმოსფეროსა და კლიამტს. მისიის მიზანს წარმოადგენს მარსის გეოლოგიური რუკის შედგენაც.

დოქტორმა ემა ჩანგმა, ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან ცემენტში 0,9% ნახშირბადის ბოჭკოები შეურია და ცემენტის ბატარეები მიიღო.

ჩანგის ბატარეები ათჯერ უფრო მეტ ენერგიას ინახავს, ვიდრე აქამდე არსებულ ცემენტის ბატარეებს შეეძლოთ. მომავალში ცემენტის ბატარეები შენობებს ენერგიის წყაროდ აქცევენ.

მკვლევარებმა ლორან რებერმა და პიერ ბრუნსმა, ფრანგულ კომპანია — NEOVACS-თან ერთად შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც ალერგიული ასთმისგან გრძელვადიან დაცვას უზრუნველყოფს. ამასთან, მას პაციენტისთვის მძიმე სიმპტომებისგან დაცვაც შეუძლია.

წინასწარი კლინიკური კვლევების თანახმად, ვაქცინა იწვევს ანტისხეულების მდგრად ფორმირებას. თაგვების 90 პროცენტს ანტისხეულების მაღალი დონე ჩამოუყალიბდა პირველი დოზადან ექვსი კვირის შემდეგ. ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ კი, 60 პროცენტს ჯერ კიდევ ჰქონდა ანტისხეულები, რომლებსაც შეეძლოთ IL-4 და IL-13 აქტივობის განეიტრალება.

ესპანეთში ჩატარებული კვლევის საწყისი შედეგები ძალიან ამაღელვებელ შესაძლებლობაზე მიანიშნებს — კვლევის მიხედვით, ვაქცინების შერევა მუშაობს და, რაც მთავარია, უსაფრთხოა.

კარლოს მესამის ჯანმრთელობის ინსტიტუტის კვლევაში 673 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც AstraZeneca-ს ერთი დოზა ჰქონდათ მიღებული. მონაწილეთაგან 441-ს მეორედ აცრისას AstraZeneca-ს ნაცვლად Pfizer ვაქცინით აცრეს, 232-ს კი ვაქცინის მეორე დოზა საერთოდ არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ პირველი მათგანი (AstraZeneca) უვნებელი ადენოვირუსითაა აღჭურვილი, რომელიც უჯრედებს SARS-CoV-2-სგან თავდაცვას ასწავლის, მეორე კი (Pfizer) ორგანიზმში ცილებს ინფორმაციულ რნმ-ს აწვდის, როგორც ერთგვარ გეგმას ანტისხეულების შესაქმნელად.

ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს მოდიფიცირებული ადენოვირუსი, რომელიც ტროას ცხენივით შედის კიბოს უჯრედებში და აქ სხვადასხვა სახის სამკურნალო გენები შეაქვს. ეს გენები კიბოს უჯრედებს უბიძგებენ, აწარმოონ თერაპევტული ანტისხეულები, რაც, საბოლოოდ, შიგნიდან ანადგურებს მათ.

საცდელ ექსპერიმენტებში, რომლებსაც თაგვზე ატარებდნენ, ამ ტექნოლოგიის საშუალებით, მეცნიერებმა უბიძგეს სიმსივნის უჯრედებს, ეწარმოებინათ კლინიკურად დადასტურებული ძუძუს კიბოს ანტისხეულები, რომლებსაც ტრასტუზუმაბი ეწოდება.

Instagram-ის სრული ფუნქციონალი დღემდე მხოლოდ სმარტფონებზე იყო ხელმისაწვდომი, მათ შორის პოსტის დადების ფუნქციაც. Instagram ნელ-ნელა, ეტაპობრივად აფართოებდა პერსონალური კომპიუტერისთვის გათვლილი საიტის ფუნქციონალს და, როგორც ჩანს, დადგა დრო, როდესაც დესკტოპიდან პოსტების ატვირთვა და მათი შეცვლა ან დამუშავება იქნება შესაძლებელი.

  • ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, რაც Google I/O 2021 პრეზენტაციიდან გავიგეთ

Google I/O ამ კვირაში გაიმართა და ტექნოლოგიურმა გიგანტმა უამრავი სიახლის შესახებ გვამცნო. ასეთი მასშტაბის განახლება Google-ის ეკოსისტემაში წლებია არ ყოფილა.

Google-მა Android 12-ის პირველი ბეტა ვერსია წარადგინა და მომხმარებლებს ახალ, "Material You" დიზაინზე გადასვლა ამცნო. სისტემის ფერები და მომხმარებელზე მორგებულობა გაცილებით გაუმჯობესდა. Android 12-ში სისტემური ფერებიც კი ისე შეიცვლება, რომ თქვენს გარეკანის ფოტოს მოერგოს.

ტვინის იმპლანტის მქონე კაცმა Neuralink-ის მაიმუნი, რომელმაც თავი გონებით ვიდეოთამაშის მართვით დაგვამახსოვრა, თამაშ Pong-ში გამოიწვია.

კაცმა დაზიანებები ავტოავარიაში მიიღო, თუმცა მხრისა და ხელის შეზღუდული მგრძნობელობა შეუნარჩუნდა. მან, ტვინის იმპლანტი სხვა კომპანიისგან მიიღო, რომელიც მას ისეთი ვიდეოთამაშის მართვის საშუალებას აძლევს, როგორიც Sonic the Hedgehog-ია. MIT Technology Review-ს თქმით, ნათან კოპელანდმა მაიმუნის გამოწვევა Neuralink-ის მიერ გავრცელებული ვიდეოს ნახვის შემდეგ გადაწყვიტა.