ცემენტის ბატარეამ, შესაძლოა, შენობები ენერგიის წყაროდ აქციოს
სახლის ბატარეები, როლებიც მზის ენერგიას აგროვებენ სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ რა იქნება თუ მთლიანად სახლი იქცევა ბატარეად? დატენვადი ცემენტის ბატარეები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი გახორციელებადია.
დოქტორმა ემა ჩანგმა, ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან ცემენტში 0,9% ნახშირბადის ბოჭკოები შეურია და ცემენტის ბატარეები მიიღო.
ჟურნალ Buildings-თან ინტერვიუში ჩანგმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ მრავალჯერადი დატენვის ბატარეები შექმენს. ჩანგის ბატარეები ათჯერ უფრო მეტ ენერგიას ინახავს, ვიდრე აქამდე არსებულ ცემენტის ბატარეებს შეეძლოთ.
ჩანგს მიაჩნია, რომ დასაწყისისთვის ცემენტის ბატარეები მზის პანელებთან ერთად იქნება გამოყენებული. მაგალითად, 4G სერვისების დისტანციურად მოსამარაგებლად. ამასთან, ბეტონის კონსტრუქციებს, მაგალითად, ხიდებს, ხშირად სჭირდებათ მცირე რაოდენობის ელექტროენერგია — მსგავსი ბატარეები ასეთ შემთხვევაშიც იდეალური იქნება. შეიძლება თავიდან ეს ყველაფერი ძვირი სიამოვნება იყოს, მაგრამ თუ პროდუქტი ბაზარზე დამკვიდრდება ფასიც შესაბამისად დაიწევს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალში ეს ტექნოლოგია ბეტონის კონსტრუქციებისთვის ენერგიის შენახვის წყაროდ იქცევა. საუბარი გვაქვს ძალიან დიდ მასშტაბებზე", — თქვა ჩანგმა.
მანამდე კი, ჩანგს და მის კოლეგებს ბატარეების კიდევ უფრო დახვეწა აქვთ გადაწყვეტილი. თუ ეს ყველაფერი გამოვიდა, მომავალში ცემენტის ბატარეები შენობებს ენერგიის წყაროდ აქცევენ.
კომენტარები