რომელია მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთა და რა ვიცით მასზე
დედამიწაზე ყველაზე მაღალი მთათა სისტემა ჰიმალაია. სწორედ აქ არის აღმართული ჩვენს პლანეტაზე (ზღვის დონიდან) ყველაზე მაღალი მწვერვალი. ეს უმაღლესი მწვერვალი (ევერესტი) სიმაღლეში 8 848 მეტრია.
მიუხედავად იმისა, რომ ევერესტი შთამბეჭდავია, მზის სისტემის მასშტაბებით უდიდესი მთების სიაშიც კი ვერ შედის.
დიახ, მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთა დედამიწაზე არ არის.
მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთა მარსის ოლიმპია. ის ზედაპირიდან 25 კილომეტრის სიმაღლემდე აღწევს. კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რომ ოლიმპის მწვერვალზე უზარმაზარი კრატერი დაახლოებით 80 კილომეტრზეა გადაჭიმული. რაც შეეხება მთის სიგანეს, ეს დაახლოებით 549 კილომეტრია.
რატომ არის ოლიმპი ასეთი დიდი?
მარსი დედამიწაზე პატარა პლანეტაა და ამან შეიძლება გააჩინოს შეკითხვა, თუ რატომ არის პატარა პლანეტაზე უფრო დიდი მთები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოლიმპი ასეთი გიგანტური სამი განსხვავებული ფაქტორის გამო გახდა.
ჯერ ერთი, მარსი დედამიწაზე ბევრად უფრო ვულკანურად აქტიური პლანეტაა. შესაბამისად, მარსი ვულკანურად უფრო აქტიური დიდი ხნის განმავლობაში იყო.
გარდა ამისა, მარსზე ტექტონიკური ფილები უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე აქ, დედამიწაზე. რეალურად, ეს უფრო დიდი მთების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
დაბოლოს, მარსზე მიზიდულობის ძალა ბევრად მცირეა, ვიდრე ეს დედამიწაზე. პალეონტოლოგებს მიაჩნიათ, რომ შედარებით ნაკლები გრავიტაცია მთების სიმაღლეში ზრდას ნაკლებად შეაფერხებდა.
სწორედ ეს ფაქტორებია, რამაც ოლიმპი მზის სისტემაში ყველაზე დიდ მწვერვალად ჩამოაყალიბა.
კომენტარები