ტვინის იმპლანტის მქონე კაცმა Neuralink-ის მაიმუნი თამაშ Pong-ში გამოიწვია
ტვინის იმპლანტის მქონე კაცმა Neuralink-ის მაიმუნი, რომელმაც თავი გონებით ვიდეოთამაშის მართვით დაგვამახსოვრა, თამაშ Pong-ში გამოიწვია.
დიახ, არ მოგესმათ, ადამიანი მაიმუნს გონებით ბრძოლაში დაუპირისპირდება.
MIT Technology Review-ს თქმით, ნათან კოპელანდმა მაიმუნის გამოწვევა Neuralink-ის მიერ გავრცელებული ვიდეოს ნახვის შემდეგ გადაწყვიტა.
კოპელანდმა დაზიანებები ავტოავარიაში მიიღო, თუმცა მხრისა და ხელის შეზღუდული მგრძნობელობა შეუნარჩუნდა. მან, ტვინის იმპლანტი სხვა კომპანიისგან მიიღო, რომელიც მას ისეთი ვიდეოთამაშის მართვის საშუალებას აძლევს, როგორიც Sonic the Hedgehog-ია.
"როგორც კი ვიდეო ვნახე, ვიფიქრე, შევძლებ თუ არა ამ მაიმუნის დამარცხებას" — განაცხადა კოპელანდმა MIT Tech-თან საუბარში.
კოპელანდის ტვინის იმპლანტს Utah array ეწოდება და ის მან 2020 წლის მარტში მიიღო. ნათანს ხშირად უწევს მუშაობა პიტსბურგის უნივერსიტეტის გუნდთან, სადაც ის იმპლანტის მეშვეობით რობოტულ ხელებს ამუშავებს ან გონებით მართავს კომპიუტერს.
კომენტარები