NASA-ს გარეთ შექმნილი პირველი ჩინური მოხეტიალე მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა
ჩინეთის Tianwen-1 მისიის ფარგლებში კოსმოსურმა ხომალდმა "ტერორის შვიდი წუთი" გადალახა და გახდა NASA-ს გარეთ აგებული პირველი ხომალდი, რომელიც მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა. თითქმის 9 თვიანი მოგზაურობის შემდეგ, ჩინეთის დამშვები და მოხეტიალე Utopia Planetia რეგიონზე განთავსდნენ. უკვე მარსზე განთავსებულ ჩინურ მოხეტიალეს კი Zhurong ჰქვია.
Tianwen-1 პლანეტაზე კაფსულის, პარაშუტისა და რაკეტის კომბინაციის საშუალებით დაეშვა. მისი გრძელ ანძა ნავიგაციისა და ფოტოების გადასაღებადაა განკუთვნილი (პირველი ფოტო მან 9 თებერვალს გამოგზავნა), დანარჩენ ხუთ ინსტრუმენტს კი იგი მარსის ზედაპირის დასახასიათებლად, ნიადაგის შემადგენლობის შესასწავლად და წყლისა და ყინულის დეპოზიტების მოსაძებნად გამოიყენებს.
ამავე მისიის ფარგლებში, შვიდი ინსტრუმენტით აღჭუვრილი ორბიტერი მარსის ორბიტიდან სწავლობს პლანეტის ელექტრომაგნიტურ ველებს, აქაურ ატმოსფეროსა და კლიამტს. მისიის მიზანს წარმოადგენს მარსის გეოლოგიური რუკის შედგენაც.
ორბიტერისგან, დამშვებისგან და მოხეტიალისგან შემდგარი ხომალდი ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე 2020 წლის 22 ივლისს გაუშვა. იგი წითელი პლანეტის ატმოსფეროზე ამ წლის 10 თებერვალს განთავსდა და უკვე მესამე თვეა, პლანეტას უვლის გარს. ამ დღის შემდეგ ჩინეთი გახდა მეექვსე სახელმწიფო, რომლის ხომალდმაც მარსამდე წარმატებით მიაღწია. აქამდე მარსის მისიები წარმატებით განახორციელეს აშშ-ს, საბჭოთა კავშირის, ინდოეთისა და ევროპის კოსმოსურმა სააგენტოებმა.
ისტორიული დაშვების ეტაპების ამსახველი წინასწარი ანიმაციის ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ:
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის გარდა, 2021 წელს მარსზე NASA-ს Perseverance მოხეტიალეც წარმატებით განთავსდა, რომლის მიზანიც ამ პლანეტის ისტორიის შესწავლა და აქ სიცოცხლის კვალის ძიებაა. რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული საემიროების ხომალდს, მან მარსის ორბიტას 9 თებერვალს მიაღწია — იგი იქაურ ატმოსფეროსა და მზის ქარების ურთიერთქმედებას და პლანეტის ამინდს შეისწავლის.
კომენტარები