რამდენი დედამიწა შეიძლება მოთავსდეს მზის შიგნით
მზე დედამიწასთან შედარებით ძალიან მასიურია. ჩვენი ვარსკვლავის რადიუსი 695 000 მილიონი კილომეტრია. მთელი მზის სისტემის მასის 99.86% მზეზე მოდის. შედარებისთვის, დედამიწის რადიუსი სულ რაღაც 6 350 კილომეტრია.
შესაბამისად, რამდენი დედამიწა ჩაეტეოდა მზის შიგნით?
თუ Google--ის საძიებო სისტემაში ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ მზეში 1.3 მილიონი დედამიწა ჩაეტევა, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის.
ზემოთ ხსენებული ციფრი უშუალოდ მასების თანაფარდობიდან მოდის. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ "დედამიწები" გადნებოდა და ასე მოთავდებოდა მზეში.
იუტუბერმა ნიკ ლუსიდმა უფრო ზუსტი გამოთვლები აწარმოვა და აღნიშნა, რომ 1 300 000 დედამიწა მზეში ვერ ჩაეტეოდა. ლუსიდმა ამისთვის კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენა და აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დედამიწებს მზეში ხელუხლებლად მოვათავსებდით, ეს ციფრი 932 884 იქნებოდა.
შესაბამისად, თუ საუბარია დედამიწის მზეში იმ ფორმით მოთავსებაზე, რა ფორმითაც ის ახლაა, ეს ციფრი 1.3 მილიონი არ იქნება.
კომენტარები