სახელმწიფო ინსპექტორმა გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე წულუკიანს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა. ამასთან, ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე, დებატების დროს, გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და ვენეციის კომისიის მოსაზრებებზეა დაფუძნებული.
"იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი. პარლამენტის წევრებისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების მიზანი არის ის, რომ მათ მიეცეთ მნიშვნელოვან დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება მათზე დაკვირვებების, შეზღუდვების ან მოსაზრებების რედაქტირების, ასევე, სასამართლოს ან სხვა ამგვარი ორგანოს წინაშე წარდგენის საშიშროების გარეშე. იმუნიტეტი, პარლამენტარისთვის "გარე პირის" (ხელისუფლების სხვა შტოს) მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებისგან დაცვის გარანტიაა და პარლამენტარს მის მიერ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო, პოტენციურად გაუთავებელი სამართლებრივი დავებისაგან იცავს. ამგვარ დავებს, შეუძლიათ შეზღუდონ პარლამენტარების მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება იმდენად, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს სადეპუტატო მანდატის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორმა თეა წულუკიანს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა", — აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
რაც შეეხება, ჟურნალისტების ნანუკა ჟორჟოლიანისა და ელისო კილაძის მიერ თეა წულუკიანის ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტს, სახელმწიუფო ინსპექტორის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ მათ ტელეფონის ნომერი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოიპოვეს.
"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონით დაცულია ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოება. რაც შეეხება ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას, მათი განმარტებით თეა წულუკიანი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და იგი ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე. მოქალაქეებს უფლება აქვთ იცოდნენ მისი ტელეფონის ნომერი, რათა დაუკავშირდნენ სხვადასხვა საკითხზე. შესაბამისად, თეა წულუკიანის ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების მიზნად მათ მიუთითეს საზოგადოების ინფორმირება", — წერია ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2021 წლის 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, საპარლამენტო დებატების დროს, საჯაროდ გააჟღერა მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი. ამის შემდეგ, ამავე დღეს, ფეისბუქის საშუალებით ჟურნალისტებმა ელისო კილაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა გაასაჯაროვეს თეა წულუკიანის მობილური ნომერი.
სახელმწიფო ინსექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ შემოწმების ფარგლებში, სამსახურის მიერ თეა წულუკიანს, ელისო კილაძეს და ნანა ჟორჟოლიანს ეთხოვათ ინფორმაციის წარმოდგენა როდის, რა გზით და რა მიზნით მოიპოვეს მათ მიერ გასაჯაროებული ტელეფონის ნომრები და ასევე, რომელი სამართლებრივი საფუძვლითა და მიზნით გაასაჯაროვეს ისინი. ელისო კილაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა სამსახურს მოთხოვნილი ინფორმაცია წარუდგინა, ხოლო თეა წულუკიანმა სამსახურს ინფორმაცია არ მოაწოდა.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები