IDFI: სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისათვის კომპენსაციის მიცემა დაუშვებელია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 20-მა ყოფილმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოსთხოვა. IDFI მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებისათვის ფულადი კომპენსაციის გადახდა ვერც ზნეობრივად და ვერც სამართლებრივად გამართლებული ვერ იქნება.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იმ სამართლებრივ და მორალურ ნორმებზეა საუბარი, რომლებსაც მათი პოზიცია ეფუძნება. კერძოდ,
საქართველოს კანონი “ სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისათვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხს არ ითვალისწინებს. კანონი მხოლოდ 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებისათვის კომპენსაციის მიღების საკითხს განსაზღვრავს.
საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან კი ირკვევა, რომ სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს არც უხსენებიათ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი და არ დაგმეს საბჭოთა რეჯიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებები.
"საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ქვეყნის განვითარებაში. სწორედ მათი შრომის შედეგად შეიქმნა ქვეყნის უდიდესი მატერიალური და სულიერი დოვლათი, ამაღლდა მოსახლეობის კეთილდღეობის დონე", - წერია საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში.
IDFI-ის განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე სამი საკომიტეტო მოსმენა გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წინადადების ავტორთა მოთხოვნა სამართლიანად ცნო და “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წინადადების საკანონმდებლო ინიციატივის სახით ცნობა მიზანშეწონილად მიიჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ წინადადების მხარდაჭერა გავლენას იქონიებს უკვე დასრულების პროცესში მყოფ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მისი წევრების აზრით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების საქართველოს პარლამენტის წევრებთან გათანაბრება და შესაბამისად აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერა დაუშვებელია.
IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა ტოტალიტარულ საბჭოთა რეჟიმს გმობს და მათგან დევნილ ადამიანებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებს, დაუშვებელია საბჭოთა რეჟიმის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის ზემოაღნიშნული კომპენსაციის დანიშვნა.
“ვფიქრობთ, რომ მიუხედავად ინიციატივის ხელმომწერთა ნაწილის უდავო დამსახურებისა საქართველოს კულტურის, მეცნიერებისა თუ სპორტის სფეროების განვითარების კუთხით, ერთპარტიული „არჩევნების“ გზით საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრობისთვის ფულადი კომპენსაცია ვერც ზნეობრივად და ვერც სამართლებრივად გამართლებული ვერ იქნება“, - წერია განცხადებაში.
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
კომენტარები