5 მიზეზი, რის გამოც Topsport თქვენი საყვარელი სპორტული მაღაზია გახდება
სპორტული ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ინვენტარი ზოგჯერ იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ სად და როგორ ვარჯიშობენ. საბედნიეროდ, თბილისსა და ბათუმში უკვე არსებობს მაღაზია, რომელიც ყველა იმ სპორტულ ბრენდს აერთიანებს, რომელთა ხარისხის, ტრენდულობისა და კომფორტულობის შესახებ კითხვები არავის გასჩენია. ეს მაღაზია ტოპსპორტია, ამ სტატიაში კი მოგიყვებით ხუთ მიზეზზე, რის გამოც ის ყველასთვის საყვარელი სპორტული მაღაზია უნდა გახდეს.
1. ტოპსპორტში მსოფლიოს წამყვანი სპორტული ბრენდები ერთადაა თავმოყრილი
თუ სპორტული ცხოვრების წესს აქტიურად მისდევ, შენთვის ძალიან ნაცნობი იქნება სიტუაცია, როცა გინდა, ერთდროულად კომფორტული, მაღალი ხარისხისა და შენს გემოვნებაზე მორგებული სპორტული ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი იყიდო, მაგრამ, უბრალოდ, საშენოს ვერ ნახულობ ან შერჩევა გიჭირს. თუ უცხოეთიდან გამოწერის, რამდენიმე კვირა ლოდინის და თან ვალუტის კურსზე დარდის დიდი სურვილი არ გაქვს, მაშინ უნდა იცოდე, რომ მსოფლიოს წამყვანი სპორტული ბრენდების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი საქართველოში, ერთ სივრცეში, ტოპსპორტის მაღაზიაშია თავმოყრილი. სწორედ აქ შეხვდებით ერთად ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Nike, Adidas, Under Armour, Puma, Speedo და სხვა მრავალი. ამაზე ადვილად სასურველი სამოსის ან ფეხსაცმლის არჩევა, ალბათ, შეუძლებელია.
2. ტანსაცმლის გარდა ტოპსპორტში შეგიძლია იყიდო სპორტული ინვენტარი...
თუ ახალი ჰობის წამოწყება, ან უბრალოდ ძველი სპორტული ინვენტარის ახლით ჩანაცვლება მოგინდა, ისევ ტოპსპორტს უნდა ესტუმრო. რატომ? აქ ისეთი სპორტული ინვენტარი დაგხვდებათ, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდით. ტოპსპორტში ყველაფერია ველოსიპედებიდან დაწყებული, ლიმიტირებული კოლექციის სკეიტბორდებითა და გორგოლაჭებით დამთავრებული. აქ შეხვდებით ტრენაჟორებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის და ჰოკეის მაგიდებს, ჰოვერბორდებს, ბილიარდის მაგიდებსა და აქსესუარებს. მთავარია, შენში მიძინებული ათლეტი გააღვიძო, დანარჩენზე ტოპსპორტი იზრუნებს.
3. ...და საკვები დანამატები
გეგონა, მხოლოდ ტანსაცმლით ან ველოსიპედებით შემოიფარგლებოდნენ?! — შეცდი! ტოპსპორტი გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის საკვებ დანამატებს, ვეიდერს გთავაზობს. ვეიდერი მსოფლიოში ყველაზე ძველი კომპანიაა, რომელიც პროტეინებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს. მას აქვს ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ამ მიმართულებით უპირობო ლიდერია. ასე რომ, თუ ვარჯიშისგან მაქსიმალური შედეგის მიღება გსურს, ტოპსპორტს უნდა ესტუმრო. გაინტერესებს, სად? — ამას მომდევნო ქვეთავში გაგიმხელთ.
4. მაღაზია მუდმივად ფართოვდება
მულტიბრენდული მაღაზია ტოპსპორტი აერთიანებს 5 ფილიალს, რომელიც მდებარეობს ბათუმში, სავაჭრო ცენტრ მეტრო სითიში, თბილისში კი შემდეგ სავაჭრო ცენტრებში: გალერია თბილისი, ისთ-ფოინთი და სითი მოლი საბურთალოზე. რაც მთავარია, ტოპსპორტი გაფართოებას განაგრძობს და ის 14 მაისიდან თბილისში, პეკინის 15 ნომერშიც იქნება წარმოდგენილი.
ტოსპორტი თი ჯი ელ ჯგუფში შემავალი კომპანიაა. თავად თი ელ ჯი ჯგუფი კი, ტოპსპორტთან ერთად, ნაიკის, ადიდასისა და პუმას მონობრენდულ მაღაზიებსაც აერთიანებს.
5. ტოპსპორტში შეგხვდება "მხოლოდ საუკეთესო"
სპორტული სტილისა და ცხოვრების წესის მოყვარულები ერთ მთავარ, დაუწერელ წესსზე თანხმდებიან — ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სპორტული აქსესუარი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის, რათა ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვა "აიტანოს" და დიდხანს გაძლოს. ასე რომ, ტოპსპორტი მსოფლიოს წამყვან სპორტულ ბრენდებს სწორედ ხარისხისა და შენი კომფორტის მიხედვით არჩევს და მათ უახლეს კოლექციებს მუდმივად გთავაზობს.
"თიჯიელ ჯგუფი მუდამ ცდილობს განვითარებას და სიახლეებს სთავაზობს თავის მომხმარებელს. ფილიალების დამატება და გაფართოებაც ჩვენი მომხმარებლის კომფორტისთვის ხდება. მნიშვნელოვანია, სპორტული სტილის და ცხოვრების მოყვარულებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც შეძლებენ იმის შეძენას, რაც მათ სჭირდებათ იმ მომენტში — ზუსტად ასეთი სივრცეა ტოპსპორტი, სადაც დაგხვდებათ მსოფლიო ბრენდების ახალი კოლექციები, საუკეთესო სპორტული ინვენტარი და უმაღლესის ხარისხის კვებითი დანამატები. "მხოლოდ საუკეთესო" ჩვენი სლოგანი და მიზანია", — ამბობს ინგა ლეკიაშვილი, თიჯიელ ჯგუფის მარკეტინგის მენეჯერი.
ასე რომ, თუ გინდა საკუთარი თვალით ნახო, რატომაა ტოპსპორტი გამორჩეული სპორტული მაღაზია, ესტუმრე მის ფილიალებს ან დაათვალიერე და გამოიწერე პროდუქცია ონლაინ.
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
კომენტარები