ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის აზრით, კარტოგრაფი ივერი მელაშვილის გარეჯში ჩასვლას "პროვოკაციული ელფერი" გასდევს. ამაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"შენ როცა იცი, რომ გარეჯელი ბერების ხსენების დღეა, იქ იქნება ჩასული აუარებელი მომლოცველი, ისიც ცხადია, რომ შენი ხელის მოწერის შემდეგ, იმ კომისიის, როგორც თავმჯდომარის, იმ სალოცავში არავინ აღარ უშვებს არც მომლოცველებს და არც მოძღვრებს და შენ ჩადიხარ, რბილად რომ ვთქვა, ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად, იცი, რომ იქ შესაძლებელია მოხდეს უსიამოვნება, აი, ამ დღეს, გარკვეულწილად მე ვფიქრობ, რომ ამასაც პროვოკაციის ელფერი გასდევს", — თქვა მან.

მან შეაფასა მეუფე ანტონის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმაც და თქვა, რომ "ძალადობა ყველა დასაგმობია". მეუფე დიმიტრი დარწმუნებულია, რომ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ამას "ნანობს და განიცდის".

4 მაისს დავით გარეჯში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილს დაუპირისპირისპირდნენ. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიული სასულიერო და სამოქალაქო პირები მელაშვილს ემუქრებიან და ჟურნალისტს ფიზიკურად უხეშად ეხებიან.