როგორ ამოვიცნოთ თირკმლის ქრონიკული დაავადებები და ვიმკურნალოთ
ფოტო: Kindpng
გაიხსენეთ, ბოლოს როდის ჩაიტარეთ თირკმლის ფუნქციის კვლევა სამედიცინო დაწესებულებაში? ან როდის ეწვიეთ ექიმ-ნეფროლოგს? სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ცნობიერება თირკმლის ქრონიკული დაავადებების შესახებ დაბალია. ამ სტატიაში კი მოგიყვებით საჭირო და საინტერესო ფაქტებს თირკმლის ფუნქციების შესახებ.
თირკმელი ადამიანის ორგანიზმის მთავარი გამომყოფი (წყვილი) ორგანოა. მის მრავალ საპასუხისმგებლო ფუნქციათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის ფილტრაცია მასში არსებული ტოქსინებისგან, ასევე სითხის ბალანსის რეგულირება ორგანიზმში.
თირკმლის უმცირესი ფუნქციური ერთეული — ნეფრონია, სწორედ ამიტომ, თირკმლის ექიმს ნეფროლოგი ეწოდება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი წელიწადში მინიმუმ ერთხელ (საჭიროებისამებრ, მეტჯერ) არ სტუმრობს სამედიცინო ცენტრს და არ იტარებს თირკმლის ულტრაბგერით კვლევას, შარდის საერთო და სისხლში კრეატინინის განსაზღვრის ანალიზს, შესაძლოა თირკმლის ფუნქციის სერიოზული პათოლოგია უყურადღებოდ დარჩეს.
რა ხდება მაშინ, როდესაც "არ გვაქვს ჩივილები"?
სწორად მიხვდით. ქრონიკული დაავადებების ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და საბოლოოდ შეუქცევად ხასიათს იღებს. ის შეიძლება განვითარდეს თირკმლის მრავალრიცხოვანი პირველადი ან მეორადი დაავადებების შედეგად, ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიების ფონზე.
მაგალითად, სხვადასხვა გლომერულონეფრიტების დროს, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდნენ მხოლოდ შარდში ცვლილებებით (ცილა შარდში, სისხლის უჯრედები შარდში), გვაქვს გლომერულების (თირკმლის ფუნქციური ერთეულის) ანთებითი დაზიანებები, რაც ექვემდებარება მკურნალობას. ამ დაავადებების დაგვიანებული აღმოჩენის ან არასრულყოფილად მკურნალობის შემთხვევაში, ხდება არსებული ანთებითი გლომერულების სკლეროზი ანუ სიკვდილი, რაც იწვევს თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარებას. ეს შეუქცევადი პროცესია.
და მაინც, როგორ ამოვიცნოთ თირკმლის უკმარისობის სიმპტომები?
შესაძლოა, ერთი შეხედვით ეჭვი თირკმლის პრობლემაზე არ მიიტანოთ, რადგან, ზოგადი სიმპტომატიკით, სხვა დაავადებას ჰგავდეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო ექიმ-ნეფროლოგთან კონსულტაცია და შესაბამისი კვლევები.
სიმპტომებს შორის გავრცელებულია: თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა, სითხის შეკავება და შესაბამისად, შეშუპება, გამომყოფი ფუნქციის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა, ქოშინი, ტანის ქავილიც კი.
გარდა დაგვიანებული ვიზიტებისა სამედიცინო დაწესებულებაში, რისკ-ფაქტორების რიცხვს მიეკუთვნება:
- არტერიული ჰიპერტენზია
- შაქრიანი დიაბეტი
- გლომერულონეფრიტები (პირველადი და მეორადი)
- თირკმლის თანდაყოლილი დაავადებები
- საშარდე გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებები
თერაპია
ფოტო: Neon City Daily
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მკურნალობა დროულად უნდა ჩატარდეს შესაბამისი დანიშნულებით, მანამ, სანამ ჯერ კიდევ ანთებითი ცვლილებებია. პროცესმა თუ შეუქცევადი სახე მიიღო, თერაპიის ერთადერთი შედეგი თირკმლების დაავადების პროგრესირების შენელება იქნება. ამისთვის საუკეთესო პრაქტიკა კი დაბალცილოვანი დიეტის დაცვა და არტერიული წნევის რეგულირებაა.
რა შეიძლება გამოიწვიოთ თირკმლის ქრონიკულმა დაავადებამ?
ერთმნიშვნელოვნად თქმა საკმაოდ რთულია. გართულებები შეიძლება იყოს ჰიპერტენზიის ან ჰიპერდეჰიდრატაციის, ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების სახით, რაც გამოვლინდება შეშუპებით. ჰიპერტენზია ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და ხელს უწყობს თირკმლის უკმარისობის სწრაფ პროგრესირებას. მსგავსი გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ანტიჰიპერტენზიული თერაპია და საკვებში სუფრის მარილის შეზღუდვა.
თირკმლის უკმარისობის დროს თირკმლები წყვეტს D ვიტამინის აქტიური ფორმის სინთეზს. ამ დროს სისხლში კალციუმის ნორმალური შემცველობა ქვეითდება. გარდა ამისა, თირკმლის უკმარისობის დროს ფოსფატები გროვდება ორგანიზმში, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს სისხლში კალციუმის შემცველობას ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის გააქტიურებით. ყოველივე ამის შედეგად, საბოლოოდ, სახეზე გვაქვს ძვლების სხვადასხვა პათოლოგიები "რენული ოსტეოპათიის" სახელწოდებით. ხშირია ანემია, მომატებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი სისხლში ქოლესტერინის დონის მატებასთან ერთად, ასევე ხშირად არის გამოხატული ნეიროპათია და რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ თირკმელი უმნიშვნელოვანესი გამომყოფი ორგანოა, მისი ფუნქციის მოშლით მთელი რიგი სასიცოცხლო პროცესები იცვლება, რაც მეტად საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის.
პროფილაქტიკური კვლევებით შეძლებთ თავიდან აიცილოთ სხვადასხვა ტიპის პათოლოგიები და მოსალოდნელი გართულებები. ეწვიეთ სამედიცინო ცენტრ ციტოს ექიმი-ნეფროლოგის კაბინეტს, ჩაიტარეთ გეგმური კვლევები და აირიდეთ თავიდან სხვადასხვა ტიპის პათოლოგიები.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა წესად!
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები