გაუგებარია, რა მოტივაციით მოითხოვს ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს — წილოსანი ადმინისტრაციულ კოდექსზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო უმრავლესობის წვერის, ნინო წილოსანის თქმით, ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებები "სრულ თანხვედრაშია" კონსტიტუციასთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, რაზეა დამყარებული მათი უკმაყოფილება.
"ჩემთვის გაუგებარია, თუმცა, იმედია შემდგომ უფრო დეტალურად აგვიხსნიან რა მოტივაციით მოითხოვენ ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას, რადგან აღნიშნული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან და რიგი მათგანი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით არის გაკეთებული. ასევე, შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას.
დარწმუნებული ვარ, საზოგადოებისთვისაც და მით უფრო ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, როდესაც ისინი ოპონირების რეჟიმში რეალურად შემოვლენ, დაამტკიცონ რაზეა დამყარებული მათი ეს უკმაყოფილება", — განაცხადა ნინო წილოსანმა.
ოპოზიციის ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას მოითხოვს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, სალომე სამადაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა და იაგო ხვიჩიამ ისაუბრეს.
ასევე, ცნობილია, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხზე სასაუბროდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. აღნიშნული ინფორმაცია On.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში
29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებულად განიხილავდა. ცვლილებები 2021 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.
ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.
წვრილმან ხულიგნობაზე პირველი ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში, სანქცია რჩება იგივე, ანუ 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 1 500-დან 2 000 ლარამდე ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.
რაც შეეხება სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000-დან 3 000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში 3 500 ლარიდან 4 500-ლარამდე ჯარიმა ან 7-დან 15 დღემდე პატიმრობა.
ამასთან ცვლილება ეხება პატიმრობასაც. 247-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
- ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა წარედგინება სასამართლოს.
- მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
- თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
- დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებით მოთავსების იზოლატორში.
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
-
ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ
გადახედვა
-
სუს-ს ახალი გერბი აქვს — ბრძანებას ხელს მამუკა მდინარაძე აწერს სუს-ს ახალი გერბი აქვს — ბრძანებას ხელს მამუკა მდინარაძე აწერს
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია მართო ინვოისები მარტივად — საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში როგორ შეგიძლია მართო ინვოისები მარტივად — საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში
-
ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, ბათუმის კლინიკაში გარდაიცავალ ჩვილი, რომლის მკვლელობაც ამავე კლინიკის თანამშრომელმა, ჩვილის დედამ სცადა ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, ბათუმის კლინიკაში გარდაიცავალ ჩვილი, რომლის მკვლელობაც ამავე კლინიკის თანამშრომელმა, ჩვილის დედამ სცადა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახდეპის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახდეპის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელს შეხვდა
გადახედვა
-
ჯეიმს რიში: თუ "ქართული ოცნება" კურსს არ შეცვლის, საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების დათბობას არ უნდა ველოდოთ ჯეიმს რიში: თუ "ქართული ოცნება" კურსს არ შეცვლის, საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების დათბობას არ უნდა ველოდოთ
გადახედვა
-
ჰელსინკის კომისია: "ქართული ოცნება" სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ხელისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს" ჰელსინკის კომისია: "ქართული ოცნება" სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ხელისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს"
გადახედვა
-
გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა. მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
გადახედვა
-
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
გადახედვა
-
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
გადახედვა
-
გახლეჩილი მიწა — რომანი, რომელმაც უამრავი მკითხველი მონუსხა გახლეჩილი მიწა — რომანი, რომელმაც უამრავი მკითხველი მონუსხა
-
NATO-ს ანგარიში: რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის NATO-ს ანგარიში: რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის
გადახედვა
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
კომენტარები