არ გადაყარო, ჩააბარე! — თეგეტა მოტორსის გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღეს უერთდება და 30 მარტიდან გარემოსდაცვით კამპანიას — არ გადაყარო, ჩააბარე! — ამჯერად ბათუმში იწყებს. მოქალაქეებს შეეძლებათ საავტომობილო ნარჩენები: აკუმულატორი, საბურავი და ზეთი, სპეციალურ პუნქტში მიიტანონ. ჩაბარების პუნქტი თეგეტა მოტორსის ბათუმის ფილიალის ტერიტორიაზე (იური გაგარინის ქ. №1) 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით (ორშაბათი-შაბათი: 10:00-18:00 საათი, კვირა: 10:00-16:00 საათი) მოეწყობა.
მოქალაქეები, რომლებიც გარემოსდაცვით კამპანიაში ჩაერთვებიან, კომპანიისგან სპეციალურ შეთავაზებებსა და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. რაც შეეხება ჩაბარებულ საავტომობილო ნარჩენებს, შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამამუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებას თეგეტა გრინ პლანეტი უზრუნველყოფს.
თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი თათია ხორბალაძე:
“კამპანია — არ გადაყარო, ჩააბარე! გასულ წელს დავიწყეთ. ინიციატივას თბილისსა და ქუთაისში დიდი დაინტერესება მოჰყვა და გადავწყვიტეთ, კამპანია კიდევ უფრო მასშტაბურად წაგვემართა. ამჯერად ჩაბარების პუნქტი ბათუმში მოეწყობა.
გარემოზე ზრუნვა წლებია, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ კუთხით მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ინიციატივას ვთავაზობთ. გარემოს დაცვა თეგეტა მოტორსის კულტურისა და ბიზნესოპერაციების განუყოფელი ნაწილია. კომპანია, თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავებაზე მუშაობს“.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, წლებია, ხელს უწყობს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას, რის შედეგადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 18 ათას ტონაზე მეტი საავტომობილო ნარჩენი გადამუშავდა. თეგეტა გრინ პლანეტს საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების 45 პუნქტი აქვს გახსნილი.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: “თეგეტა გრინ პლანეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად საავტომობილო ნარჩენების საქართველოს მასშტაბით სწორად მართვაა. თეგეტა მოტორსთან ერთად, წლებია, შესაბამისი ბიზნესპრაქტიკების დამკვიდრებას ვცდილობთ კომპანიის შიგნით და ამ შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორებსაც ვაძლევთ. პარალელურად, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ.
გვიხარია, რომ გარემოსდაცვით კამპანიაში მოქალაქეები აქტიურად ერთვებიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მისი გაფართოვება მთელი საქართველოს მასშტაბით. ბათუმი მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია, გარემოსდაცვითი აქტივობებით სხვა ქალაქებსაც ვეწვევით. გვჯერა, რომ გარემოზე ერთად უკეთესად ვიზრუნებთ“.
სწორედ გარემოზე ზრუნვის წასახალისებლად კამპანიაში ჩართული პირები, რომლებიც 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ბათუმში თეგეტა გრინ პლანეტის ჩაბარების პუნქტში მიიტანენ და ჩააბარებენ აკუმულატორებს, საბურავებს ან/და ზეთებს, თეგეტა მოტორსისაგან მიიღებენ:
- 25%-იან ქეშბექს თეგეტას ბარათზე საავტომობილო პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე (საბურავები, აკუმულატორები და ზეთები);
- თეგეტა გრინ პლანეტის ბრენდირებულ საჩუქრებს, რომლებიც თეგეტას კამპანიების ბანერების გადამუშავებით დამზადდა;
- ყველაზე მეტი აკუმულატორის/საბურავის ჩამბარებელი კი თეგეტა მოტორსის 300-300-ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდება.
ადგილზე მისულ სტუმრებს ასევე დახვდებათ თეგეტა მოტორსის იმ ბრენდების პროდუქტების სტენდი, რომლებიც წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებს, მათ შორის არის Varta, Petronas, Bridgestone.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები