კორონავირუსის პერიოდში გრიპი, ფაქტობრივად, ბოლომდე გაქრა
მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა გლობალური გავრცელება დაიწყო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაცხადებული გრიპის შემთხვევებმა კოლოსალურად იკლო. ეპიდემიოლოგების აზრით, მიზეზი მარტივია, კორონავირუსის თავიდან ასაცილებელი ზომები მოქმედებს გრიპის ვირუსზეც. გრიპის ვირუსები გადაეცემა ისევე, როგორც SARS-CoV-2, მაგრამ ისინი ნაკლებად ეფექტურია მასპინძლიდან მასპინძელზე გადასვლისას.
კვლევები აჩვენებს, რომ გრიპის გავრცელება სულ უფრო იკლებს.
"ფაქტობრივად, გრიპი საერთოდ აღარ ცირკულირებს." — ამბობს გრეგ პოლნეთი, ეპიდემიოლოგი, რომელიც გრიპის ვირუსს წლებია იკვლევს.
2020-2021 წლებში, აშშ-ში გრიპის ვირუსს 600-მდე ადამიანი შეეწირა. შედარებისთვის, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის შეფასებით, წინა სეზონში აშშ-ში გრიპით დაახლოებით 22 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი სეზონის წინ, ეს მონაცემი 34 000 იყო.
იმის გამო, რომ ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ემყარება შტამებს, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ვრცელდებოდა, გაუგებარია, როგორ ჩატარდება მომავალი წლის ვაქცინაცია. თუმცა, გრიპის ვირუსის ნაკლები ცირკულაციის გამო, მუტაციებიც ნაკლები იქნება და სავარაუდოა, რომ ვაქცინების ეფექტიანობა მაღალი იყოს.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ზოგიერთ ექსპერტს იმუნიტეტის შესუსტების ეშინია. თუ გრიპის ვირუსი რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდება, ბავშვებს მათ მიმართ იმუნური სისტემის გამომუშავება გაუჭირდებათ.
საერთო ჯამში, ეს შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შტამები გავრცელდება მომავალში. ამ მომენტისთვის გრიპის მომავალი კამათლებივით განუსაზღვრელია.
კომენტარები