პანდემიის ახალშობილები — როგორ მოქმედებს COVID-19 ბავშვის განვითარებაზე
2020 წლის დასაწყისის შემდეგ დაბადებული ბავშვები მხოლოდ პანდემიის საზღვრებში შეიცნობენ სამყაროს. შეიძლება, ისინი ჯერ არც კი შეხვედრიან ვინმეს, ვინც მათი მშობელი არ არის ან თავიანთი ბებია და ბაბუა მხოლოდ შორიდან უნახავთ. მათ, რა თქმა უნდა, არ ექნებოდათ სხვა ბავშვებთან ინტერაქციის ისეთივე შესაძლებლობა, როგორიც წინა წლებში დაბადებულ პატარებს ჰქონდათ.
რა გავლენას ახდენს პანდემიური ყოფა ბავშვებზე? მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრების აზრით, ახალშობილთა უმეტესობას წარმატებით განვითარების შესაძლებლობა ექნებათ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი და გაურკვეველია, თუ რა გრძელვადიან შედეგებს გამოიღებს პანდემიური პირობები. ის კი ცხადია, რომ დაბადების შემდგომი პირველი თვეები და წლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
ბავშვის ცხოვრების პირველი წლის განმავლობაში, როდესაც მისი ტვინი ზომაში ორმაგდება, განვითარება არაჩვეულებრივად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეს ადრეული განვითარება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია გამოცდილებაზე — განსაკუთრებით კი, სოციალურ გამოცდილებაზე, რომელიც ასტიმულირებს, არეგულირებს და აუმჯობესებს ტვინის განვითარებად არქიტექტურას.
მასტიმულირებელი, მრავალფეროვანი და ინტერაქტიული გარემო ხელს უწყობს მეტყველების, შემეცნებისა და ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას. გარემოს ზემოქმედებაზე ამგვარი დამოკიდებულება ტვინს გასაოცრად მოქნილს ხდის და ადაპტაციის უნარს ანიჭებს. მაგრამ აღნიშნული აგრეთვე ნიშნავს, რომ ჩვილი არახელსაყრელი გარემოს უარყოფითი ზემოქმედების მიმართაც ძალზე მგრძნობიარეა.
კიდევ ერთი რამ, რაც დანამდვილებით ცნობილია, ისაა, რომ მშობლების სტრესი და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვების შემდგომ განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ეს კი მათ მეტყველებაზე, კოგნიტურ განვითარებასა და ემოციურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას და თავად აყენებს მათ დეპრესიისა და შფოთვის რისკის წინაშე.
სამწუხაროდ, ჩვილების აღზრდაში დამხმარე სისტემებზე პანდემიამ სერიოზული გავლენა იქონია. ამასთან, როგორც ხშირად ხდება ხოლმე კრიზისულ სიტუაციებში, ამჯერადაც ყველაზე მეტად მოწყვლადები და დაუცველნი ბავშვები აღმოჩნდნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ სწორედ ახალშობილები არიან ყველაზე მეტად დამოკიდებულნი სხვა ადამიანებსა და სახელმწიფო თუ კერძო სერვისების გამართულ მუშაობაზე.
ბევრი ახალშობილი თავის ბებია-ბაბუას მხოლოდ ზუმის საშუალებით ხვდება.
ფოტო: insta_photos / Shutterstock
გარდა ამისა, მკვეთრად შეიზღუდა მეგობრებისა და ოჯახების შესაძლებლობა, მოენახულებინათ ახლობლები. მეგობრების, ოჯახის, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და პროფესიონალების სოციალური დახმარება, ჩვეულებრივ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამის მიზეზი არა მხოლოდ ისაა, რომ ჩვილებს მრავალფეროვნებით, სტიმულატორებითა და სწავლის შესაძლებლობებით ამარაგებს, არამედ იმის გამოც, რომ მშობლების კეთილდღეობას უწყობს ხელს, რაზეც პატარები ასე დამოკიდებულნი არიან.
რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს ამ პირობებში შვილების დასახმარებლად? კვლევები გვეუბნება, რომ ოპტიმალური განვითარების გასაღები თამაშსა და სტიმულირებაშია, რაც აღმზრდელისა და ბავშვის ურთიერთინტერაქციით მიიღწევა.
მნიშვნელოვანია აჰყვეთ ბავშვს, როცა ის რაიმე საგნით დაინტერესდება — ხმამაღლა დაუსახელოთ ნივთები, ესაუბროთ, იცინოთ, იმღეროთ და წაუკითხოთ. ეს მარტივი და ფინანსური ხარჯის არმქონე აქტივობები ახალშობილებს სწავლასა და განვითარებაში ეხმარება მაშინაც კი, როცა გარე სამყარო სირთულეებითაა სავსე.
რისკის ქვეშ მყოფი ჩვილები
საკმაო მიზეზი არსებობს, რომ ასეთ რთულ დროს ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე ვღელავდეთ. და როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში ხდება ხოლმე, აქაც რისკები ყველას თანაბრად არ ეხება.
პანდემიის დროს დამხმარე სტრუქტურების ნაკლებობა, ეკონომიკური ზეწოლა და სამედიცინო და სოციალურ მუშაკებთან პროფესიონალური კონტაქტის მკვეთრი შემცირება თითქმის უეჭველად აყენებს ახალშობილთა დიდ რაოდენობას ზიანის რისკის ქვეშ — მათ შორის, არასათანადო მოპყრობის ან სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ რისკთა ქვეშაც კი.
ძალადობა ბავშვის განვითარებაზე ღრმა და ხანგრძლივ ნეგატიურ გავლენას ახდენს. ძალადობის შედეგი შეიძლება იყოს გრძელვადიანი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები, სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება. ნათელი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მოზრდილთა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების თითქმის ნახევარი ბავშვობაში არასათანადო მოპყრობას უკავშირდება.
ასევე იხილეთ:
ჩვეულებრივ დროს არასათანადო მოპყრობას ბავშვების დაახლოებით 12%-23% განიცდის, ხოლო ეკონომიკურად დაუცველ გარემოებებში ეს პროცენტული მაჩვენებელი საშუალოდ ხუთჯერ იზრდება.
ის, თუ როგორ იმოქმედა პანდემიამ ამ საკითხზე, გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ: 2020 წლის მარტში, როდესაც პანდემია დაიწყო, დიდ ბრიტანეთში 51,510 ბავშვი იყო ბავშვთა დაცვის გეგმიურ აღრიცხვაზე. პანდემიის დროს, 2020 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე, ბრიტანულმა ხელისუფლებამ 300-ზე მეტი ისეთი ინციდენტი დააფიქსირა, რომელმაც ბავშვებისთვის ტრავმის მიყენება ან სიკვდილიც კი გამოიწვია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხუთჯერ დიდია. ამასთან, გაზრდილი წილის თითქმის 40% ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს მოიცავს.
საქართველოშიც ბოლო დროს ბავშვებზე ძალადობის არაერთი ფაქტი გამოაშკარავდა. თუმცა, შესაბამისი სტატისტიკის არარსებობის გამო, ამ შემთხვევათა პანდემიასთან კავშირში შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მაგრამ ის კი ფაქტია, რომ დღევანდელის მსგავს რთულ პერიოდებში პატარებზე გაორმაგებული ზრუნვა უკიდურესი მნიშვნელობისაა.
ბავშვებზე ზრუნვის ფორმა, რომელიც ყურადღების მიღმა გვრჩება
პანდემიის დროს ბავშვების შეუფერხებლად განვითარება უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს.
ფოტო: gob_cu / Shutterstock
ახალშობილებს სჭირდებათ სტიმულირება, სოციალური კონტაქტი და ინტერაქტიული ზრუნვა. პანდემიის დროს ამ ყველაფერზე გავლენა მრავალმხრივ ხდება, თუმცა არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ აისახება აღნიშნული ბავშვებზე.
ოქსფორდის ბრუკსის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს პანდემია ყველაზე პატარა ასაკის ბავშვებზე. კვლევის შედეგები პანდემიის დასრულების შემდეგ სამოქმედო გეგმის განსაზღვრისას მეტად საჭირო ინფორმაციით მოგვამარაგებს. თუმცა არ არის სახარბიელო, რომ ახლაც, პანდემიიდან ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა მომხდარმა ჩვილებსა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე.
ეს გარემოება ხაზს უსვამს მთავარ საკითხს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვილები საზოგადოებაში ყველაზე დაუცველებს შორის არიან და ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი ზრუნვასა და სტიმულირებაზე, მათ საჭიროებებს ხშირად უკანასკნელად ვამჩნევთ. პანდემიის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გადამოწმებული მონაცემების ქონა, რომელიც გვეტყვის, თუ როგორ დაზარალდნენ ჩვილები და რა სახის გავლენა შეიძლება მოახდინოს პანდემიამ მათზე მომდევნო წლებში. აშკარაა, რომ დადგა დრო, ამ უცნაურ დროში დაბადებული ყველა ბავშვის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა მეტი სიმძაფრით შევიგრძნოთ.
-
ირანის ელჩი: არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა ერებს უკარნახოს ვისთან ჩამოაყალიბოს ურთიერთობა ირანის ელჩი: არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა ერებს უკარნახოს ვისთან ჩამოაყალიბოს ურთიერთობა
გადახედვა
-
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
-
თამარ ჩერგოლეიშვილი: ნაცი და ქოცი არ არსებობს. არსებობენ: თავისუფალი ადამიანები და ტოტალიტარიზმის ნარჩენები. გამყოფი ხაზი არის თავისუფლება. თამარ ჩერგოლეიშვილი: ნაცი და ქოცი არ არსებობს. არსებობენ: თავისუფალი ადამიანები და ტოტალიტარიზმის ნარჩენები. გამყოფი ხაზი არის თავისუფლება.
გადახედვა
-
ადამიანის ემბრიონებზე გენური რედაქტირების ახალი მეთოდი გამოცადეს ადამიანის ემბრიონებზე გენური რედაქტირების ახალი მეთოდი გამოცადეს
გადახედვა
-
"ინტერნეტში ძებნას AI არ სჭირდება" — სასამართლო განჩინება Google-ის წინააღმდეგ "ინტერნეტში ძებნას AI არ სჭირდება" — სასამართლო განჩინება Google-ის წინააღმდეგ
გადახედვა
-
შსს: მესტიაში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კიდევ 42 ე.წ მაინერი ამოიღეს შსს: მესტიაში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კიდევ 42 ე.წ მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
ალდაგი EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია ალდაგი EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია
-
Global Tech Weekend Tbilisi 2026 — ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება Global Tech Weekend Tbilisi 2026 — ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
-
The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში
-
ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
ზურაბ პატარაძის 26 წლის შვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა ზურაბ პატარაძის 26 წლის შვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
"ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" — ნანუკა ჟორჟლიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე "ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" — ნანუკა ჟორჟლიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ვამაყობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელახლა არჩევას დავუჭირე მხარი დონალდ ტრამპი: ვამაყობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელახლა არჩევას დავუჭირე მხარი
გადახედვა
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
კომენტარები