Dr.Ryota იაპონელი ექიმია, რომელიც თავისი პროფესიით თბილისში მუშაობს, თუმცა ქართველებისთვის ის ცნობილი TikTok-ზე გახდა.

ის მონდომებით ცდილობს ქართულ კულტურას გაეცნოს და თავის პროგრესს მხიარული ვიდეოებით გვიზიარებს. ჰარი სწავლობს წერას, საუბარს და ცეკვასაც კი.

ასეთი ნიჭი ნამდვილად დასაფასებელია. ალბათ სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ Dr.Ryota-ს უკვე 18 ათასი გამომწერი ჰყავს და მისი თაყვანისმცემელთა რიცხვი დღითი-დღე იზრდება.

ერთი წლის შემდეგ მან ქართული შევაჭრების ტრადიციაც გაითავისა.

"ვაიმე, რა ამბავია, ცოტა რომ დამიკლოთ არ შეიძლება?!" — ამ სიტყვებს ჰარი თითქმის აქცენტის გარეშე ამბობს. როგორც ჩანს, გაზრდილი ფასები მისთვისაც კი შოკისმომგვრელია.

გარდა ენის გაკვეთილებისა, Dr.Ryota ქართულ და იაპონურ კულტურაში არსებულ განსხვავებებსაც გვაჩვენებს. თურმე ჩვენთან ნაგვის გადაყრა თავს ჯეიმს ბონდად გაგრძნობინებს.

ძნელია აირჩიო ამ ვიდეოში რა უფრო საყვარელია, კატა თუ მისი ნამღერი სულიკო? ალბათ, ორივე ერთად.

ტიკტოკერი საქართველოშიც მოგზაურობს და სხვადასხვა სასტუმროებზე თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

საინტერესოა, მომავალში როგორ განვითარდება მისი ვიდეოები. ვინ იცის როგორ კონტენტს შემოგვთავაზებს მას შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკურ პროცესებს გაეცნობა.