არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია — სალომე სამადაშვილი
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილი გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ ახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც უნანია.
"იმდენი გზავნილი და კომენტარი დამხვდა...ყველას ვერ ვუპასუხებ. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. ვინც არა — მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ. გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი (დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო). არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. მარტივია-გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ-ყველა სხვა ადგილი დაკავებულია. მივა ეს ქვეყანა ევროპამდე, გრძელი გზით კი მიდის, მაგრამ მაინც. და ძალიან მალე, ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება...", — წერს სამადაშვილი ფეისბუქგვერდზე.
სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ საქმიანობში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისივე თქმით, ის ენმ-ს წარმომადგენელი არც პარლამენტში იქნება. ამის შესახებ მან On.ge-სთან განაცხადა.
მან ახალ დოკუმენტს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, რის შემდეგაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არ შეცვლილა და პარტია კვლავ დარწმუნებულია, რომ ეს დოკუმენტი არ არის საუკეთესო გზა ქვეყნის რთული ვითარებიდან გამოყვანისთვის. კერძოდ, ენმ-ს "წუხილები" აქვს ამნისტიის კანონთან, ვადამდელ არჩევნებთან და იმასთან, რომ დოკუმენტში არ წერია ცესკოს ხელმძღვანელის ცვლილება.
შარლ მიშელის წინადადებას აქვს ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინდივიდუალური ხელმოწერაც. თუმცა ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ენმ, დოკუმენტის გარკვეულ ნაწილებს არ ეთანხმება. მაგალითად, ევროპული საქართველოს კრიტიკას არჩევნების ნაწილი იმსახურებს, რომელიც გულისხმობს რიგგარეშე არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე მეტს ვერ აირებს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძროაბას, ამ პუნქტთან ერთად, მათ არ მოსწონთ ამნისტიის შესახებ კანონიც, რომელშიც ზუსტად არ არის მითითებული, შეეხება თუ არა ამნისტია 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცავებს.
დოკუმენტს ხელს არ აწერს ლეიბორიტული პარტიაც, ხელმომწრებს შორის კი არიან: ქართული ოცნება, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი, გირჩი — მეტი თავისუფლება და მოქალაქეები.
შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი ხუთპუნქტიანია და პოლიტიკოსების გათავისუფლებასაც მოიცავს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.
დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
კომენტარები