ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 28 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

ბურგუნდიის ბიზნესის სკოლა, რომელიც 1899 წელს დაარსდა მდებარეობს ქალაქ დიჟონში, საფრანგეთში. უნივერსიტეტს ასევე აქვს კამპუსები ლიონსა და პარიზში.

უნივერსიტეტის მისიაა, როგორც მენეჯმენტის სკოლამ აღზარდოს მაღალი კლასის მეწარმეები და ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა საერთაშორისო ბაზარზე.

სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ მენეჯმენტი ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ასევე მიიღონ მეცნიერების მაგისტრის (MSc) ხარისხი, და MBA-ს ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი) ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბიზნესის მიმართულებით.

მენეჯმენტის ბაკალავრის სამწლიანი პროგრამის გადასახადია 7500 EUR წელიწადში, ხოლო ერთწლიან ინტენსიურ პროგრამაზე 8500 EUR, რომლის დაწყებაც შესაძლებელია პირდაპირ მესამე კურსიდან. მენეჯმენტის მაგისტრატურის საფასურია 11500 EUR წელიწადში. MBA Wine & Spirits Business -ის პროგრამა, რომელიც 16 თვე გრძელდება ღირს 29000 EUR, ხოლო მეცნიერების მაგისტრატურის მიმართულებით, სწავლის გადასახადია 14000 EUR წელიწადში.

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სხვადასხვა რაოდენობის დაფინანსება. პირველ კურსზე შესაძლებელია გადასახადის 25-50%-მდე დაფარვა, სწავლების ყველა საფეხურზე.

სწავლება ინგლისურენოვანია, სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ ერთი ან ორი უცხოური ენა, და ასევე ისწავლონ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. უნივერსიტეტს ჰყავს 180 საერთაშორისო პარტნიორი, 75 ქვეყნიდან. პირველი კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ისწავლონ ირლანდიასა და კანადაში ენის პროგრამის ფარგლებში.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ბურგუნდიის ბიზნეს სკოლის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შეუერთდით ივენთს ამ ბმულზე: leafonlinefair.com.