1. NVIDIA Corporation (NVDA)
NVIDIA წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც გრაფიკულ პროცესორებსა (GPU) და ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩიპებს აწარმოებს. მისი პროდუქტები გამოიყენება ვიდეო თამაშებში, ვიზუალიზაციაში, მონაცემთა ანალიტიკასა და თვითმართვად მანქანებში. ბოლო წლებში, NVIDIA-მ გააფართოვა თავისი საქმიანობა AI და მაღალი წარმადობის გამოთვლების სფეროში, რამაც ის ტექ-სფეროში ერთ-ერთ მოწინავე კომპანიად აქცია.
კომპანიამ აქციებით ვაჭრობა 1999 წელს დაიწყო. ამჟამად მისი ერთი აქციის ღირებულება 131.29 დოლარია. წლის დასაწყისთან შედარებით მისი აქციების ფასი 2.23% არის შემცირებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ჭრილში კომპანია 24%-იან ზრდას აჩვენებს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 3.2 ტრილიონი დოლარია.
2. Super Micro Computer, Inc. (SMCI)
Supermicro არის ამერიკული კომპანია, რომელიც აწარმოებს მაღალ წარმადობის სერვერებს, შენახვის სისტემებს და მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურას. მისი პროდუქტები გამოიყენება ღრუბლოვან გამოთვლებში, ხელოვნურ ინტელექტში, 5G ქსელებსა და ტექნოლოგიური სფეროს სხვადასხვა მიმართულებაში. კომპანია ცნობილია ენერგოეფექტური სისტემებით, რაც მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
SMCI-მა IPO 2007 წელს გამოაცხადა და აქციებით ვაჭრობა 8 დოლარად დაიწყო. ამჟამად მისი ერთი ფასიანი ქაღალდი 40.09 დოლარი ღირს, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 31,53%-ით არის გაზრდილი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 23.926 მილიარდი დოლარია.
3. Tesla, Inc. (TSLA)
Tesla ამერიკული კომპანიაა, რომელიც ელექტრომობილებს, ენერგიის შენახვის სისტემებსა და მზის ენერგიის პროდუქტებს აწარმოებს. მისი მიზანი მდგრად ენერგიაზე გადასვლაა, რაც აისახება ინოვაციურ პროდუქტებში, როგორიცაა Model 3, Powerwall და Solar Roof. Tesla ასევე ავითარებს ავტომატური მართვის ტექნოლოგიებს და რობოტექნიკას, რაც მას ტექნოლოგიური პროგრესის მოწინავე პოზიციებზე წარმოაჩენს.
კომპანიამ აქციებით ვაჭრობა 2010 წელს დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, მისი ერთი აქცია ბირჟაზე 339.34 დოლარად ივაჭრება. Tesla-ს აქციები წლის დასაწყისთან შედარებით 16%-ით არის შემცირებული. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
4. Riot Platforms, Inc. (RIOT)
Riot Platforms არის ამერიკული კომპანია, რომელიც ძირითად აქცენტს ბიტკოინის მაინინგსა და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აკეთებს. კომპანია იყენებს განახლებად ენერგიას, რათა უზრუნველყოს მდგრადი და ეფექტური მაინინგი. Riot ასევე ავითარებს მონაცემთა ცენტრებს და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, რაც მას კრიპტოვალუტის ეკოსისტემაში მნიშვნელოვან მოთამაშედ წარმოაჩენს.
კომპანია ბირჟაზე 2003 წელს გამოჩნდა. ამჟამად მისი ერთი აქციის ღირებულება 8.55 დოლარია, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 16.26%-ით არის შემცირებული. RIOT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.055 მილიარდი დოლარია.
5. MicroStrategy Incorporated (MSTR)
MicroStrategy არის ბიზნეს ანალიტიკის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი. კომპანია მომხმარებლებს მონაცემთა ანალიზის პლატფორმებს სთავაზობს, რომლებიც ორგანიზაციებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ბოლო წლებში, MicroStrategy-მ ბიტკოინის მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიძინა, რაც მის ფინანსურ სტრატეგიაში ახალ მიმართულებას წარმოადგენს.
MSTR-მა აქციებით ვაჭრობა 1998 წელს დაიწყო. ამჟამად მისი ერთი აქცია 369,51 დოლარად ივაჭრება. წლის დასაწყისთან შედარებით მისი ფასიანი ქაღალდების ღირებულება 27.58%-ით არის გაზრდილი. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 83.02 მილიარდი დოლარია.
6. IREN Limited (IREN)
IREN არის კრიპტოვალუტის მაინინგ კომპანია, რომელიც იყენებს განახლებად ენერგიას, რათა უზრუნველყოს ეკოლოგიურად სუფთა მაინინგი. კომპანია ფოკუსირებულია ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურაზე და მდგრადი ტექნოლოგიების განვითარებაზე. IREN-ის მიზანია კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესის გარემოზე ზემოქმედების შემცირება.
კომპანიამ აქციებით ვაჭრობა სულ რაღაც 4 წლის წინ დაიწყო. ამჟამად მისი ერთი აქცია 9.12 დოლარი ღირს, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 7.13%-იან შემცირებას ნიშნავს. IREN-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.047 მილიარდი დოლარია.
7. IonQ, Inc. (IONQ)
IonQ არის კვანტური კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია, რომელიც იყენებს ეგრეთ წოდებულ დაჭერილი იონის ტექნოლოგიას. მისი კვანტური სისტემები ხელმისაწვდომია ღრუბლოვანი პლატფორმების მეშვეობით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ კვანტური გამოთვლები სხვადასხვა სფეროში. IonQ მიზნად ისახავს კვანტური ტექნოლოგიების კომერციალიზაციას და ფართო მასშტაბით დანერგვას.
ეს კომპანია საჯარო 2021 წელს გახდა. არსებული მდგომარეობით, მის ერთ აქციას 45.69 დოლარად იყიდი. წლის დასაწყისს თუ შევადარებთ, IONQ-ის აქციების ფასი 9.38%-ით არის გაზრდილი. ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 11.32 მილიარდი დოლარია.
8. D-Wave Quantum Inc. (QBTS)
D-Wave არის კვანტური კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია, რომლის უახლესი სისტემა, Advantage2, უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის და გამოიყენება რთული ოპტიმიზაციის ამოცანების გადასაჭრელად. D-Wave-ის ტექნოლოგია გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტსა და ლოგისტიკაში.
კომპანიამ აქციებით ვაჭრობა 2022 წელს დაიწყო, ამჟამად კი მისი ერთი აქციის ღირებულება 18.80 დოლარია. წლის დასაწყისთან შედარებით მისი აქციების ფასი 123.81%-ით არის გაზრდილი. QBTS-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.493 მილიარდი დოლარია.
9. Rigetti Computing, Inc. (RGTI)
Rigetti Computing არის კვანტური კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს სუპერგამტარ კვანტურ პროცესორებს. მისი Quantum Cloud Services პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს კვანტური გამოთვლების გამოყენების შესაძლებლობას ღრუბლოვანი სერვისების მეშვეობით. Rigetti-ის მიზანია კვანტური ტექნოლოგიების მასშტაბირება და მათი კომერციული გამოყენების გაფართოება.
ამჟამად ამ კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 14.02 დოლარია, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 8.13 %-ით არის შემცირებული. არსებული მდგომარებით ამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.07 მილიარდი დოლარია.
10. Advanced Micro Devices, Inc. (AMD)
AMD არის ამერიკული ნახევარგამტარების კომპანია, რომელიც აწარმოებს ცენტრალურ პროცესორებს (CPU), გრაფიკულ პროცესორებს (GPU) და სხვა ჩიპებს. მისი პროდუქტები ფართოდ გამოიყენება პერსონალურ კომპიუტერებში, სერვერებში, თამაშებში და მონაცემთა ცენტრებში. AMD ცნობილია თავისი მაღალი წარმადობის ჩიპებით, რომლებიც კონკურენციას უწევს სხვა წამყვან მწარმოებლებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.
ბოლო ინფორმაციით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 110.31 დოლარია. ეს მონაცემი წლის დასაწყისთან შედარებით 8.68%-ით არის შემცირებული. ამჟამად AMD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 178.857 მილიარდი დოლარია.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
კომენტარები