ახალი ტესტი სისხლის ნიმუშით დეპრესიას და მის დონეს ადგენს — კვლევა
ბოლო წლებში სულ უფრო ცხადი ხდება, რომ დეპრესიას "ბიოლოგიური" კვალის დატოვება შეუძლია. მეცნიერებს სწორედ ამით სარგებლობა სურთ, რათა დეპრესიის მკურნალობის მეთოდები კიდევ უფრო დახვეწონ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ახლა მათ პაციენტის დეპრესიის სიმძიმის დონის პირდაპირ სისხლის ტესტით განსაზღვრა შეუძლიათ. კვლევა ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარების განცხადებით, მათ ინოვაციური ტესტი განწყობის დარღვევების დიაგნოზირების და მკურნალობის მიზნით შეიმუშავეს. მეტიც, ამით ექიმებს პაციენტისთვის პერსონალიზებული სამედიცინო დახმარების გაწევაც შეეძლებათ.
"ამით ფსიქიატრია მეცხრამეტე საუკუნიდან ოცდამეერთე საუკუნეზე საბოლოოდ გადავა. ის დაემსგავსება ისეთ თანამედროვე სფეროს, როგორიცაა ონკოლოგია. საბოლოო ჯამში, ეს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება." — განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა და ფსიქიატრმა, ალექსანდრე ნიკულესკუმ.
კვლევა უფრო ნათელს ხდის, თუ როგორ იცვლება დეპრესია დროთა განმავლობაში. მკვლევრების თქმით, მთელი ეს ინფორმაცია ხელთ აქვთ და ბევრად უფრო ზუსტი მკურნალობის შემუშავება შეუძლიათ.
"ამ კვლევის საშუალებით გვინდოდა სისხლის ტესტის ისეთი მეთოდი შეგვემუშავებინა, რომელიც დეპრესიას და ბიპოლარულ აშლილობას აღმოაჩენდა. ეს მათი ერთმანეთისგან გარჩევის საშუალებას და უფრო ზუსტი მკურნალობის საშუალებასაც მოგვცემს. მსგავსი ტესტი დიაგნოზს უფრო მარტივად და ზუსტად დასვამს, ვიდრე ეს ცალკეულმა თერაპიამ შეიძლება შეძლოს. ეს სრულიად ახალი სამყაროა." — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები