ვწუხვარ, რომ გიგიმ თავი ვერ შეიკავა პოლიტიკური ჩხვლეტისგან — ბოკერია უგულავაზე
ევროპული საქართველის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თანაგუნდელების, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას პარტიიდან წასვლას კიდევ ერთხელ უწოდა მცდარი გადაწყეტილება. ის უგულავასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოკერიას გადაწყვეტილება მისთვის "ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა".
"ძალიან ვწუხვარ, რომ გიგიმ თავი ვერ შიეკავა დღესაც პოლიტიკური ჩხვლეტისგან, მაგრმამ მე მას მინდა ისევე, როგორც ყველა სხვას კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე განვლილი დღისთვის", — თქვა ბოკერიამ უგულავას პასუხად.
მანამდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კი თქვა, რომ პარტიიდან წასასვლელად ლიდერებმა არასწორი დრო აირჩიეს.
"მაინც დავიწყებ უსიამოვნო ამბით, ამის გამოტოვება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი არ უკვე თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, რომელთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს გზა გავიარეთ, რთული გზა. მე მიმაჩნია ეს სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად მათი მხრიდან, მე ამას არ დავმალავ და თქვენც გეტყვით. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, ესეთ დროს განსაკუთრებით, ესეთ რთულ ვითარებაში, ამ პარტიის კი არა, მთელი ქვეყნისთვის", — განაცხადა მან.
ბოკერიამ მადლობა გადაუხადა ყოფილ თანაგუნდელებს ერთად განვლილი გზისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ გზაზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს გზა მათ ინტერესებს და ღირებულებებს ემთხვევა. მანვე ისაუბრა მაგალითებზე, როცა ყოფილ თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა.
"ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები. მე ვყოფილვარ ერთ გუნდში ისეთ ადამიანებთან, რომელთა წასვლა სამწუხარო იყო. ცოტა ხნის წინ მოხდა ეს ასევე — ელენე ხოშტარია, ჩემი მეგობარი თავის პოლიტიკურ გზაზე დადგა. იქამდე იყო, მაგალითად, ზურა ჯაფარიძე, რომელთანაც თავის დროზე ერთ პოლიტიკურ გუნდში ვიყავით, მაგრამ დღეს ორი ადმაიანი არიან არამხოლოდ ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით ელენე, არამედ პოლიტიკური ღირებულებებით ახლოს ვართ და ერთად ვიბრძოლებთ. ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, სანამ ის ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ის არის ჩვენი პარტნიორი და თანამოაზრე", — განაცხადა მან.
ბოკერიას თავმჯდომარედ არჩევას წინ უძღოდა პარტიის ორი ლიდერის, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასა წასვლა, რისი მიზეზიც პარტიის განახლების საკითხზე მათი შეუთანხმებლობა გახდა. ბოკერია ამ საკითხსაც გამოეხმაურა მათ მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა, თუმცა ისევ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არასწორია.
"მე არ ვაპირებ დიდი ხნით შეგაწყინოთ თავი. მაინც დავიწყებ უსიამოვნო ამბით, ამის გამოტოვება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი არ უკვე თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, რომელთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს გზა გავიარეთ, რთული გზა. მე მიმაჩნია ეს სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებათ მათი მხრიდან, მე ამას არ დავმალავ და თქვენც გეტყვით. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, ესეთ დროს განსაკუთრებით", — განაცხადა მან.
ამავე სხდომაზე აირჩიეს პარტიის გენერალური მდივანი, კაკო ბობოხიძე. მისი თქმით, ამ პოსტზე თავის წარდგენა შესთავაზეს პარტიის ყოფილმა ხელმძღვანელებმა.
ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. მაშინ პარტიაში დავით ბაქრაძის წასვლას არ ადასტურებდნენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე მიღებული დაბალი შედეგის გამო, პარტიის განახლება და ცვლილებები იყო საჭირო.
ბაქრაძემ 12 თებერვალს განაცხადა, რომ მომდევნო ყრილობაზე არ დააყენებდა კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მისი თქმით, გადაწყვეტილება განახლების სურვილისა და პასუხისმგელობის გამო მიიღო. იმავე აზრზე იყო გიგი უგულავაც. გიგა ბოკერიას კი მიაჩნია, რომ პარტიის ხელმძღვანელობიდან ასეთ დროს განზე გადგომა, არასწორია.
უგულავა ამბობს, რომ პოლიტიკურ კარიერას უპარტიოდ გააგრძელებს, ბარქაძე კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და ევროპული საქართველოდან წასვლის შემდეგ პარტიულ პაუზას იღებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები