ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის (LEAF) ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით, 2021 წლის 24 აპრილს, 12-დან საღამოს 5 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 28 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან.

ფოტო: LEAF

დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე შეეძლებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. ასევე, შეძლებენ, პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს, მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50-პროცენტიანი და 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია LEAF-ის ვებგვერდზე.

საერთაშორისო განვითარების აკადემია — IDA

საერთაშორისო განვითარების აკადემიის მისიაა, გახდეს გლობალური ლიდერი, ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე სპორტსმენების განვითარებასა და გზის გაკვლევაში, ან პროფესიულ სამყაროში, ან უმაღლესი განათლების სისტემაში. მომავალი სტუდენტების ოჯახებთან თანამშრომლობით, IDA უზრუნველყოფს, რომ სტუდენტმა იპოვოს ისეთი პროგრამა, რომელიც შეესაბამება თავის მიზნებს, სპორტული კარიერის პროფილსა და ფინანსურ სიტუაციას. IDA-ს კამპუსები მდებარეობს ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ამერიკაში. IDA-ს აღსაზრდელებს ასევე ექნებათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

საზაფხულო ბანაკები

IDA დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს საზაფხულო ბანაკებს ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში. ეს ბანაკები განკუთვნილია სპორტსმენებისთვის 13-დან 18 წლამდე. აკადემია სპორტსმენებს სთავაზობს მაღალი დონის მომსახურებას, რითაც მათ აძლევს საშუალებას, გააუმჯობესონ საკუთარი თამაშის ხარისხი მსოფლიო დონის მწვრთნელებთან თანამშრომლობით.

საზაფხულო ბანაკის შეთავაზებებს შორისაა, როგორც ერთკვირიანი, ასევე მრავალკვირიან პროგრამა. ბანაკი მონაწილეებს მასპინძლობს ივნისსა და ივლისში. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ახალი თარიღების დანიშვნაც. მონაწილეები გაივლიან ყოველდღიურ სპეციალიზირებულ ფიზიკურ წვრთნას UEFA-ს ლიცენზირებულ მწვრთნელებთან. ბანაკის პროგრამა ასევე მოიცავს კულტურულ აქტივობებსა და გასვლით ღონისძიებებს მასპინძელ ქალაქში, სპორტულ კომპლექსებსა და სხვა საინტერესო ლოკაციებზე.

საზაფხულო ბანაკის ერთი კვირის საფასურია $1 750 და მოიცავს სრული პროგრამის ღირებულებას.

საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამები

აკადემიის ყველა კამპუსი სტუდენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსებს სხვადასხვა მიმართულებით: ინგლისურ ენაში, სოციალურ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და მსოფლიო ენებში; ასევე შეთავაზებულია სხვადასხვა არჩევითი საგანი.

IDA-ს საზაფხულო ბანაკების გარდა ასევე აქვს აკადემიური და სპორტული პროგრამები.

კამპუსები

  • ესპანეთის კამპუსი მდებარეობს ქალაქ ვალენსიის ცენტრში. ის განკუთვნილია 15-დან 21 წლამდე უცხოელი სტუდენტებისათვის, რომლებიც მზად არიან განვითარდნენ, როგორც პროფესიულ სპორტულ კარიერაში, ასევე იყვნენ წარმატებულები აკადემიური მოსწრებით.
  • გაერთიანებული სამეფოს კამპუსი განკუთვნილია მხოლოდ 15-დან 21 წლამდე ასაკის ბიჭებისთვის, რომლებსაც სურთ, გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები, ან ითამაშონ ფეხბურთი უნივერსიტეტის დონეზე. აკადემია ასევე უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის.
  • იტალიის აკადემია არის IDA-სა და ფეხბურთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (Soccer Management Institute — SMI) თანამშრომლობის შედეგი. ის მდებარეობს ქალაქ რომში და უმეტესად განკუთვნილია 15-დან 21 წლამდე ნიჭიერი მოთამაშე გოგოებისთვის, რომელთაც სურთ ითამაშონ ფეხბურთი მაღალ დონეზე. იტალიის კამპუსი ასევე საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს სპორტის მართვის სამაგისტრო ხარისხის მოპოვება.
  • აკადემიის კიდევ ერთი კამპუსი არის ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში. ეს აკადემია მდებარეობს ბოსტონის ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო უბანში. გოგოებისა და ბიჭების ელიტარული საფეხბურთო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით. სტუდენტები გაწევრდებიან პრესტიჟულ საფეხბურთო კლუბებში ახალი ინგლისის მასშტაბით. ასევე, შემოდგომის სემესტრის ფარგლებში ითამაშებენ სხვადასხვა სკოლის ნაკრებებთან.

    ბოსტონის კამპუსის კიდევ ერთი მიმართულებაა რაგბი. ელიტარული პროგრამა შექმნილია საერთაშორისო სტუდენტისთვის, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით, რომელთაც სჭირდებათ სპეციფიკური აკადემიური მიმართულება, რათა ინტენსიურად შეძლონ მაღალი კლასის რაგბის თამაში. პროგრამა სპორტსმენებს წვრთნასთან ერთად IB პროგრამის კურიკულუმსაც სთავაზობს.

სრული აკადემიური და სპორტული აქტივობების საფასურია $49 500. (1 სემესტრი — $27 000). მხოლოდ სპორტული პროგრამის ნაწილი - $40 000 (1 სემესტრი — $22 000).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაინტერესების შემთხვევაში, IDA-ს წარმომადგენელთან შეხვედრის შესაძლებლობა განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე გექნებათ, 24 აპრილს, 12-დან საღამოს 5 საათამდე. მანამდე კი, შეგიძლიათ, გაიაროთ რეგისტრაცია LeafOnlineFair.com-ზე.