ფიზიკოსების ახდენილი ოცნება — ანტიმატერიაზე ლაზერით მანიპულირება პირველად შეძლეს
მეცნიერებმა ლაზერის გამოყენებით ანტიმატერიაზე მანიპულირება პირველად შეძლეს. ეს დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რატომ არის სამყარო მატერიით სავსე და არა ანტიმატერიით. და რაც მთავარია, ეს ანტიმატერიული მოდელების შექმნისკენ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
ანტიმატერიაზე ლაზერით მანიპულირება ახდენილი ოცნებაა
ანტიმატერია მატერიის უცნაური ფორმაა და ნაწილაკის საპირისპირო მუხტი აქვს. ანტინაწილაკს აქვს ისეთივე მასა, როგორც ნაწილაკს, მაგრამ მატერიის ეს ორი ტიპი ერთმანეთთან რადიკალურად არამდგრადია.
შეხებისთანავე, მატერია და ანტიმატერია ერთმანეთს ანადგურებენ — რაც ანტიმატერიის შექმნას და კონტროლს უზომოდ ართულებს. აქამდე მასზე ლაზერით მანიპულირება არასდროს მომხდარა.
"დღევანდელი შედეგები UBC-ში ჩატარებული კვლევისა და ინჟინერიის მრავალწლიანი პროგრამის კულმინაციაა. ამას მხარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჭერდნენ. ამ ტექნიკის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ როგორ რეაგირებს ანტიმატერია გრავიტაციაზე. ეს ის თემებია, რამაც შეიძლება მთელი ჩვენი სამყაროსებრი აღქმა ძირეულად შეცვალოს."— თქვა ტაკამასა მომოსემ, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
მას შემდეგ, რაც 40 წლის წინ ლაზერული მანიპულირება და "ბირთვული გაგრილება" პირველად იქნა შემოღებული, ამ პროცედურებმა რევოლუცია მოახდინა თანამედროვე ატომურ ფიზიკაში. ახლა კი, როგორც ჩანს ჯერი ანტიმატერიაზეა. ანტიმატერიის "გაგრილების პროცესი" მკვლევრებს საშუალებას მისცემს გამოიკვლიონ ანტიმატერიის მახასიათებლები, რამაც სამყაროს ფუნდამენტურ სიმეტრიაზე შეიძლება ბევრი რაღაცა გვითხრას.
ასეთმა ტესტებმა შეიძლება მოგვცეს ახალი მინიშნებები იმის შესახებ, თუ რატომ არის სამყარო ძირითადად მატერიისგან შემდგარი და არა ანტიმატერიისგან.
"ანტიმატერიაზე მანიპულაციის შესაძლებლობა ახდენილი ოცნებაა." — ამბობენ მკვლევრები.
ანტიმატერიული მოლეკულები
ანტიმატერიაზე მანიპულირების შესაძლებლობამ ფიზიკა შეიძლება ახალ ეტაპზე აიყვანოს. საუბარია კვანტურ ტექნოლოგიებზე და ანტიმატერიაზე.
"ჩვენი შემდეგი ოცნება ანტი-ატომებზე მუშაობაა. ეს კვანტური მექანიკისთვისაც კი ინოვაციური მიდგომა იქნება. და რაც მთავარია, ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით იმას, რასაც მსოფლიოში პირველი ანტიმატერიული მოლეკულა ეწოდება. ლაზერის მანიპულირებით და ანტი-ატომების შეერთებით ჩვენ ანტიმატერიულ მოლეკულებს შევქმნით. იმის გააზრება თუ რამხელა პროგრესი იქნება ეს, ამ ეტაპზე ფაქტიურად წარმოუდგენელია." — ამბობენ მკველვრები.
კომენტარები