აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხს შეეხება თვითნებური დაკავებების ნაწილში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზეა საუბარი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა საქმის არჩევნებთან კავშირზე, ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა.

ანგარიშში მოყვანილია, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებისა და მათთვის პატიმრობის შეფარდების ქრონოლოგია.

"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ე.წ. კარტოგრაფების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს და გამოძიების დაწყების თარიღზე მიუთითებენ. მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული ცალკეული განცხადედები, რომლებშიც ისინი ამ საქმეს არჩევნებთან აკავშირებდნენ, ეჭვებს აღრმავებს. 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რასაც ადვოკატების თქმით, გაასაჩივრებენ. შემთხვევა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მწვავე კონფლიქტის დროს მოხდა, რამაც ისედაც არასტაბილურობისკენ მიმავალ სასაზღვრო რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა", — ვკითხულობთ დოკუმენტში.