ყველაფერი, რაც ახალგამოსულ ორეკრანიან Xiaomi Mi 11 Ultra-ზე უნდა ვიცოდეთ
გუშინ გამართულ პრეზენტაციაზე Xiaomi-მ ოთხი სმარტფონი წარმოგვიდგინა — Xiaomi Mi 11 Ultra, Xiaomi Mi 11 Pro, Xiaomi Mi 11i და Xiaomi Mi 11 Lite. დღეს ჩვენ ამ ოთხიდან საუკეთესოზე ვისაუბრებთ.
Xiaomi Mi 11 Ultra არის სმარტფონი, რომელიც თავის სახელს ნამდვილად ამართლებს. რთულია გამორჩევა თუ რა აქვს საუკეთესო ამ სმარტფონს, მაგრამ პირველი რაც ყურადღებას იქცევს განუზომლად დიდი კამერაა.
Xiaomi Mi 11 Ultra გლობალურად იქნება ხელმისაწვდომი, ახლა კი მის განხილვაზე გადავიდეთ.
Xiaomi Mi 11 Ultra
Samsung GN2 მასიური სენსორის დებიუტი სწორედ Mi 11 Ultra-ში შედგა. 1/12 ინჩიანი სენსორი ბაზარზე არსებულ სმარტფონებს შორის ყველაზე დიდია და პიქსელების ზომაც განსაცვიფრებელია — 1,4µm (მიკრონ პიქსელი). GN2 სენსორს 4 1-ში პიქსელის შეკუმშვის ფუნქციაც აქვს, რაც საბოლოოდ ეფექტურ 2,8 მიკრონ პიქსელს გვაძლევს.
სენსორს ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS) და ახალი Dual Pixel Pro აქვს, რაც მას ავტოფოკუსის სისწრაფესა და სიზუსტედ უუმჯობესებს. აქვეა Smart ISO Pro-ც, რაც გულისხმობს, რომ სმარტფონი HDR ფოტოების გადაღებას მომენტალურად, დაყოვნების გარეშე შეძლებს.
სმარტფონს კიდევ ორი დამატებითი კამერა აქვს და ისინიც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებიან. პერისკოპულ ლინზა 5x ოპტიკური და 10x ჰიბრიდული მიახლოების საშუალებას გვაძლევს.
სენსორად სონის 48 მეგაპიქსელიანი IMX 586 არის გამოყენებული და პიქსელების შეკუმშვის წყალობით მიკრონ პიქსელის ზომა 1,6-მდე ადის.
შემდეგი ლინზა ულტრაფართოა, რომელსაც 128 გრადუსიანი ხედვის კუთხე აქვს. გაფართოება 48 მეგაპიქსელს შეადგენს, სენსორის ზომა კი 1/2,0 ინჩია (IMX 586).
სმარტფონის სამივე კამერას შეუძლია 8K ვიდეოს გადაღება და სამივეს აქვს ღამის რეჟიმის მხარდაჭერა.
ამით შეგვიძლია კამერებზე საუბარს მოვრჩეთ და Xiaomi Mi 11 Ultra-ს სხვა ღირსებებზე გადავიდეთ.
სმარტფონს 5 000 მილიამპერიანი ელემენტი აქვს, რომელსაც სადენითაც და უსადენოდაც 67 ვატით დამუხტვა შეუძლია. ეს თქვენს ტელეფონს შესაძლებლობას მისცემს, რომ 0-დან 100%-მდე 36 წუთში დაიტენოს.
Xiaomi-მ "6x supercharge" ტექნოლოგია შეიმუშავა და სმარტფონში დამატებით სპეციალური ჩიპსეტიც მოათავსა, რომელიც დატენვის პროცესს 10%-ით აჩქარებს.
ახლა შეგვიძლია "უბრალო" მახასიათებლებზე გადავიდეთ. სმარტფონს 6,81 ინჩიანი AMOLED ეკრანი აქვს 1440p+ გარჩევადობითა და Gorilla Glass Victus დამცავი შრით. ეკრანის განახლების სიხშირე 120 ჰერცია, ხოლო შეხების აღქმადობა (Touch sampling) 480 ჰერცს აღწევს.
ეკრანმა DisplayMate-საგან საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა და A+ ქულაც ჩაიწერა, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ მას Dolby Vision-ისა და HDR10+ მხარდაჭერა აქვს. პიკური სინათლე 1 700 ნიტია, რაც მზიან დღეებში სმარტფონის გამოყენებისას კარგ გამოსახულებას მოგცემთ.
ისევე, როგორც ამ წლის სხვა ფლაგმანებში, Xiaomi Mi 11 Ultra-შიც ვხვდებით Snapdragon 888 ჩიპსეტს, 12 გიგაბაიტ LPDDR5 ოპერატიულ მეხსიერებასა და 256GB უსწრაფერს, UFS 3,1 შიდა მეხსიერებას. სმარტფონს სამშრიანი გაგრილების სისტემაც აქვს, რაც ხანგრძილი თამაშისას ან 8K ვიდეოს გადაღებისას საკმაოდ წაგადგებათ და თქვენს ტელეფონს გადახურებისაგან დაიცავს.
სმარტფონს სტერეო დინამიკები აქვს, რომლის შექმნაზეც Harman Kardon-მა იმუშავა და მასდ Hi-Res Audio სერთიფიკატიც აქვს. აქვეა Bluetooth 5.2, რაც ყურსასმენებთან იდეალურ და უწყვეტ კავშირს გულისხმობს.
Xiaomi Mi 11 Ultra-ს ორი 5G სიმის მიღებაც შეუძლია. ასევე აქვს Wi-Fi 6E-სა და NFC-ს მხარდაჭერა.
Xiaomi-მ სმარტფონის ვიზუალზე ბევრი იმუშავა. მისი უკანა მხარე შავი ან თეთრი კერამიკითაა შესრულებული. სმარტფონს IP68 სერთიფიკატიც აქვს წყლისა და მტვრისგან დაცვისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Mi 11 Ultra შიაომის პირველი სერტიფიცირებული სმარტფონია, რომელსაც წყლის მიმართ დაცვა აქვს.
ერთ-ერთი საინტერესო ამბავი უკანა მხარეს, კამერების გვერდზე მყოფი დამატებითი ეკრანია. ეს არის 1,1 ინჩიანი AMOLED პანელი. ის მუდმივად ჩართულია, ანუ Always On რეჟიმზეა, შეუძლია შეტყობინებების გამოტანა და ამასთანავე, ასრულებს viewfinder-ის როლს, როდესაც მთავარი კამერით ვიღებთ სელფის.
Xiaomi Mi 11 Ultra გლობალურად იქნება ხელმისაწვდომი. ჩინეთში 12/256 მოდელის ფასი $915 იქნება, ხოლო ევროპაში მისი ფასი 1 200 ევროდან დაიწყება.
კომენტარები