სხვა კომპანია რომ ყოფილიყო ისრაელიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, ვინმე აღმართავდა ჯვარს? — თურქეთის ელჩი ნამახვანჰესზე
ფოტო: თურქეთის საელჩო თბილისში
თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ამბობს, ინვესტორი ისრაელიდან, იტალიიდან ან ამერიკიდან რომ ყოფილიყო, ვინმე აღმართავდა ადგილზე ჯვარს თუ არა.
"მაგალითად, ეს რომ ყოფილიყო კომპანია ისრაელიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, ვინმე აღმართავდა ჯვარს? არ ვიცი. ამიტომაც, მინდა ვკითხო ადამიანებს, რატომ შემოგაქვთ რელიგიური სიმბოლო? ვფიქრობ, ეს ძალიან სენსიტიურია", — თქვა თურქეთის ელჩმა გადაცემა კონტექსტში ფორმულას თარგმანის მიხედვით.
მისივე თქმით, ის კორუმპირებულ კომპანიას არ დაიცავს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ენკა კორუმპირებული არ არის.
"ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს, უნდა დაამტკიცოს", — განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანი.
ელჩმა, ასევე, აღნიშნა ხელშეკრულების დადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ დაწყებული პროტესტის ხილვა მისთვის მოულოდნელი იყო.
"მეორე, რამაც გამაკვირვა იყო ანტითურქული ტონი, თურქოფობია და რაღაც შემთხვევაში, ისლამოფობიური პროპაგანდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგან მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას, მართლმადიდებლური სარწმუნოება ქართული იდენტობის განუყიფელი ნაწილია, მაგრამ, როდესაც ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვები მიჩნდება, რომ ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობ", — აღნიშნა იაზგანმა.
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან როგორც ადგილობრივები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.
ნამახვანჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.
ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად? ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ ირაკლი კობახიძე: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ
გადახედვა
-
"როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე "როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე
გადახედვა
-
"გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე "გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე
გადახედვა
-
როგორ ვჭამოთ წყალი? როგორ ვჭამოთ წყალი?
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
კომენტარები