ფილერები და ვაქცინა — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
25 მარტს საქართველოში Pfizer-ის Covid-19-ის ვაქცინა ჩამოიტანეს. ამ დროისთვის, მოქალაქეებს კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა ორი ვაქცინით, AstraZeneca-თი და Pfizer-ით შუძლიათ. თუმცა, ეს უკანასკნელი როგორც ჩანს საქართველოში უფრო პოპულარულია.
Pfizer-ის შემოსვლასთან ერთად, საზოგადოებაში ზოგს გაუჩნდა შიში, რომ Pfizer-ით აცრით "კანის ფილერების" მქონე ადამიანებმა შეიძლება საკუთარ თავზე გვერდითი ეფექტები იწვნიონ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "Pfizer-ის ჩეკ ლისტში" დამეატა შეკითხვა — აქვს თუ არა კლინიკაში ასაცრელად მისულ ადამიანს ეგღეთ წოდებული "ფილერები", რადგან გამყრელიძის თქმით, ამ ვაქცინის მიღებისას, ფილერების მქონე ადამიანებში "ადგილობრივი გართულებები" ფიქსირდება ხოლმე.
გამყრელიძის თქმით "ჩეკ ლისტი", ანუ კითხვარი აშშ-ის CDC-ის კითხვარის მიხედვითაა აგებული და ფილერზე კითხვის დასმა, ამავე კითხვარიდანაა აღებული.
კანის ფილერი შეიძლება დროებითი, პერმანენტული და ხანგრძლივი მოქმედების იყოს, თუმცა ეს უკანასკნელი პრაქტიკულად აღარ გამოიყენება. ფილერი "ინექცირებადი იმპლანტია", რომელიც მეტწილად დანაოჭებული ან დაზიანებული კანისთვის სიგლუვის მისაცემად გამოიყენება.
ფილერის მქონე ადამიანებში, mRNA ვაქცინა ძალიან იშვიათად მცირე შეშუპებას იწვევს იქ, სადაც ფილერია გაკეთებული. CDC-ის მიხედვით, შეშუპება დროებითია და მისი მკურნალობა სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება, მათ შორის კორტიკოსტეროიდული თერაპიით.
შეშუპების გაჩენა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ფილერი "უცხო სხეულია" და იმუნური სისტემის ვაქცინით "გააქტიურების" შემდეგ, ბუნებრივია რომ იმპლანტის გარშემო მსგავსი ანთება დაიწყოს
მიუხედავად იმისა, რომ ეს მსუბუქი და იშვიათი გვერდითი მოვლენა დროებითია, CDC-ის მიხედვით, სასურველია რომ შეშუპების შემთხვევაში, მავანმა ექიმთან გაიაროს კონსულტაცია
კომენტარები