ბრიტანეთი ინვესტიციებს სამხედრო რობოტებში დებს და ჯარისკაცების რაოდენობას ამცირებს
ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, დიდი ბრიტანეთი არმიას 10 ათასი ჯარისკაცით ამცირებს. ეს მხოლოდ ადამიანებს შეეხება. ამის ხარჯზე კი, სამხედრო რობოტებში, დრონებში და მაღალტექნოლოგიურ სხვა შეიარაღებაში მეტი ინვესტიცია ჩაიდება.
საერთო ჯამში, ეს განახლება მიანიშნებს, რომ ომის ფორმა იცვლება. შესაბამისად, უფრო დიდი აქცენტი კიბერ ომზე კეთდება და არა სახმელეთოზე.
საბრძოლო ბოტები
იანვრის მონაცემებით, გაერთიანებული სამეფოს არმიას დაახლოებით 80 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა — გაცილებით ნაკლები ვიდრე ათი წლის წინ. BBC-ის თქმით, ახალი გეგმის მიხედვით, ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება და დაახლოებით 70 ათასამდე ჩამოვა.
ამავდროულად, არმია უფრო დიდ ინვესტიციებს დრონებსა და საბრძოლო რობოტებში დებს. ეს ცვლილება კიბერ ომში მეტი რესურსის ჩადებასაც მოიცავს, რაც ეროვნული კიბერ ძალების გაფართოებას გულისხმობს. ბრიტანელებს ახალი არმიის დაარსებაც სურს, რაც სავარაუდოდ აშშ-ის კოსმოსური ძალების ანალოგი იქნება.
მეტიც, The Washington Post-ის ინფორმაციით, ბრიტანელები ბირთვული შეიარაღების გაზრდასაც გეგმავენ.
ფოკუსის ეს საერთო ცვლა, BBC-ის თანახმად, მიზნად არმიის უფრო ეფექტურობის და სტრატეგიულობის გაზრდას ისახავს. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვნი ახალი განვითარებადი ტექნოლოგიების და სამხედრო ლანდშაფტების შეცვლის ფონზეა.
კომენტარები