უკუჩვენება რომ ყოფილიყო, არ ჩავიტარებდი, თავს კარგად ვგრძნობ — ტიკარაძე აცრის შემდეგ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
"უკუჩვენება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული ის კითხვარი, რომელსაც მე გავეცი დეტალურად პასუხი. ამ ეტაპისთვის თავს კარგად ვგრძნობ", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ. ის საჯაროდ დღეს საჩხერის კლინიკაში აიცრა.
როგორც ტიკარაძემ განმარტა, ეს კლინიკა შეარჩია, რადგან ისმოდა საყვედური, რომ მედპერსონალი უარს ამბობდა ვაქცინაზე და ის, როგორც კლინიკის ყოფილი დირექტორი, პასუხისმგებლობას გრნობდა.
"ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალის ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე, საქართველოს ექიმებისთვის და პირველ რიგში, იმ კლინიკისთვის, სადაც მე მაქვს გატარებული ძალიან ბევრი დადებითი წელი და ემოცია, ჩავთვალე საჭიროდ, რომ აქ ჩატარებული ჩემი ვაქცინაცია იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და ძალიან დიდი მოტივაციის მომცემი, როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე, ამ რეგიონისთვის", — განაცხადა მან.
მინისტრი საჯაროდ AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ამ ვაქცინის მიმართ ნდობა დაეცა. როგორც მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, დაგეგმილი იყო, რომ ის ჩინური ვაქცინით უნდა აცრილიყო. რაც შეეხება AstraZeneca-ს, ტიკარაძე ამბობდა, რომ არ სურდა უფლებამოსილებით ესარგებლა და ვაქცინა სხვას სჭირდებოდა.
მას შემდეგ, რაც ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა, მედიკოსები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ექიმებიც კი, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა ვაქცინის რიგი, უარს ამბობენ AstraZeneca-თი აცრაზე. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მათი კოლეგა ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.
ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორის დასკვნით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტიანია. მისგან მიღებული სარგებელი კი უფრო მეტია, ვიდრე რისკი. ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორმა ეს დასკვნა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ევროკავშირის 13-მა ქვეყანამ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული შიშების გამო შეაჩერა.
რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც მოუწოდა ქვეყნებს, არ შეეწყვიტათ AstraZeneca-თი ვაქცინაცია და დაადასტურა, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს არ იწვევს. AstraZeneca-ს განცხადებაში კი, 17 მილიონი ადამიანის მონაცემებზე დაყრნობით, ნათქვამია, რომ არ დასტურდება ფილტვის თრომბოემბოლიის, ღრმა ვენის თრომბოზისა თუ თრომბოციტოფენიის კავშირი ამ ვაქცინასთან, არც ერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში.
ამავე თემაზე:
- რა გავიგეთ ახალციხეში მომხდარ ამბავზე
- შესაძლოა, დაკავშირებულია ვაქცინასთან, დაწყებულია კვლევა — გაბუნია ახალციხელ ექთანზე
- არ ვიცით ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია, უფრო ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას — გამყრელიძე ახალციხეში აცრილ ექთანზე
- ანაფილაქსიური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი — ზურაბ გურული
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
კომენტარები