დრონებს ამინდზე მანიპულირებისთვის და წვიმის ხელოვნურად წარმოქმნისთვის გამოიყენებენ
არაბთა გაერთიანებული საამიროები აპირებენ გამოსცადონ უჩვეულო, მაღალტექნოლოგიური მიდგომა, რათა ქვეყანაში უფრო მეტი ნალექი გამოიწვიონ. ამისთვის ცაში დრონები გაეშვებიან და ღრუბლების მიმართ ელექტრულ მუხტს მიმართავენ. ამ მანიპულირებით, წვიმის ხელოვნურად წარმოება იქნება შესაძლებელი.
სპეციალური დრონების შექმნაში საამიროებს ინგლისელი მეცნიერები დაეხმარნენ. თუ ამ ყველაფერმა იმუშავა, დუბაის და მსგავსი მშრალი ქალაქების წყალმომარაგება იქნება შესაძლებელი. ეს ამინდზე ადამიანის კონტროლის სრულიად ახალი ერა იქნება.
არაბთა გაერთიანებული საამიროები უკვე იყენებენ ღრუბლების ხელოვნურად "შექმნის" ტექნოლოგიას, მაგრამ დრონები, რომლებიც ღრუბლებზე მანიპულირებას და ამით წვიმის გამოწვევას შეძლებენ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
"ელექტრული მუხტით "აღჭურვილი" დრონები ცაში აფრინდებიან და მუხტს ჰაერის მოლეკულებს მიაწვდიან. ეს ნალექის წარმოქმნას გამოიწვევს." — განაცხადა არაბეთის გაერთიანებული საამიროების წვიმის გამაძლიერებელი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის დირექტორმა, ალია ალ-მაზროუიმ.
თუმცა, ყველაფერს შეიძლება უარყოფითი მხარე ჰქონდეს. ღრუბლების ხელოვნურად შექმნის ტექნოლოგიები უკვე ათწლეულებია არსებობს, მაგრამ მისი ბოროტად გამოყენებაც შესაძლებელია. ამის მაგალითები ჩინეთში გვაქვს.
რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ის ბოროტი მიზნებისთვის ნამდვილად არ იქმნება. ამინდის მსგავსი კონტროლი, მშრალ ქალაქებს წყლის მარაგს მიაწვდის, რაც ნამდვილად პოზიტიურია და ნეგატიური მასში არაფერია.
"ჩვენ წყლის მარაგის სერიოზული პრობლემა გვაქვს და ეს მეთოდი ქალაქებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წვიმას მოუვლენს." — ამბობენ მეცნიერები.
კომენტარები