საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.

სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 10 მარტს აირჩიეს. მისი არჩევა აქციისა და დაპირისპირების ფონზე წარმიმართა, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ ყრილობა არალეგიტიმურია.

2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში არჩეულ კანდიდატს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრმა უარი კავშირის წესდების საფუძველზე უთხრა. რეესტრის განმარტებით, კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი კრება განმეორებით 30 დღეში უნდა ჩანიშნულიყო. რეალურად კი, ის ათ თვეში გაიმართა.

მიმდინარე წლის 22 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, სადაც ის არ დაეთანხმა მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას. საჯარო რეესტრმა საბოლოო გადაწყვეტილება აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 8 თებერვალს მიიღო. სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნა ახალი არჩევნები, რომლის ერთადერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე იყო.