Google-ს შესაძლოა 5 მილიარდიანი ჯარიმის გადახდა მოუწიოს
პარასკევს, კალიფორნიის სასამათლომ განაცხადა, რომ Google-ს სულ მალე კოლექტიური სარჩელის წინაშე მოუწევს წარდგენა, რომელიც ინკოგნიტო რეჟიმში მომხმარებელთა ინფორმაციის შეგროვებას ეხება.
სარჩელი სასამართლოში 2020 წლის ივნისში შევიდა. მომხმარებელთა ცნობით, Google მათი ინფორმაციის შეგროვებას ინკოგნიტო რეჟიმშიც განაგრძობდა. თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, კომპანიას მინიმუმ 5 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს.
თავის მხრივ, Google-მა განაცხადა, რომ ინკოგნიტო რეჟიმი არ ნიშნავს სრულ დაცულობას და მომხმარებელთა აქტივობა გარკვეული საიტებისა თუ სარეკლამო სერვისებისათვის მაინც ხელმისაწვდომია.
Google-ის წარმომადგენელი, ჟოზე კასტანედა აცხადებს, რომ კომპანია თავს სასამართლოში დაიცავს და ყველა ბრალდებას უარყოფს. მან ასევე აღნიშნა, რომ Google Chrome-ის ინკოგნიტო რეჟიმი მომხმარებლებს აძლევს არჩევანს სურთ თუ არა, რომ ბრაუზერმა შეინახოს მათი ისტორია ან სხვა სახის ინფრომაცია.
კომპანიის თქმით, ყოველთვის, როდესაც ახალ ინკოგნიტო ფანჯარას ვხსნით, ბრაუზერი გვიჩვენებს თუ რისი უფლება აქვთ საიტებს და რა ინფორმაციას ინახავს უშუალოდ გუგლი.
კომენტარები