მეცნიერების თქმით, გენური ინჟინერია ქრონიკულ ტკივილს შეამცირებს
სან დიეგოს უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა ქრონიკული ტკივილის შემცირების შესაძლო გზა გამოავლინა. საუბარია CRISPR-ის თერაპიის გამოყენებაზე, რითაც გენური ინჟინერიაა შესაძლებელი.
მკვლევრებმა წარადგინეს ნაშრომი, სადაც ნათქვამია, რომ SCN9A გენის მუტაციამ შეიძლება, ტკივილის შეგრძნების ფაქტორებზე იმოქმედოს. ამ გენის ექსპრესიის შემთხვევაში, ტკივილი მატულობდა, მაგრამ თუ მის მოდიფიცირებას მოახდენდით, ტკივილის შემსუბუქება ხდებოდა.
ახალ ნაშრომში, რომელიც ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ გუნდმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარა და ამისთვის კლასიკური გენური ინჟინერიის თერაპია გამოიყენა. მათი მიზანი SCN9A გენის გამოხატვის დროებითი დაბლოკვა იყო.
კვლევებმა აჩვენა, რომ გენმოდიფიცირებული თაგვები ტკივილს ნაკლებად გრძნობდნენ.
"ჩვენმა კვლევებმა აჩვენა ეფექტიანობა, უსაფრთხოება და ხანგრძლივობა. ეს მეთოდი ისეთ პაციენტებს დაეხმარება, რომლებსაც გაუყუჩებელი ტკივილი აწუხებთ." — თქვა ანა მორენომ, კვლევის მთავარმა ავტორმა.
მეცნიერები ჯერ კიდევ ფრთხილობენ. შეიძლება თერაპიამ თაგვებზე იმუშავა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანების შემთხვევაშიც ზუსტად ასე იქნება. შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტებიც.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ამისთვის შემდეგი კვლევები იქნება საჭირო. თუმცა, ერთი რამ უკვე ფაქტია, გენურ ინჟინერიას ტკივილის შეგრძნების შემცირება შეუძლია.
კომენტარები