ავსტრალიის ახალი კანონი Facebook-სა და Google-ს ახალ ამბებში ფულის გადახდას ავალდებულებს
ავსტრალიამ მსოფლიოში პირველმა მიიღო კანონი, რომელიც გიგანტურ ტექ კომპანიებს — Facebook-სა და Google-ს მედია ორგანიზაციებისთვის გადასახადის გადახდას აკისრებს მათი სიახლეების შინაარსის მასპინძლობისთვის.
მას შემდეგ, რაც Facebook-მა მის საიტზე ავსტრალიის ახალი ამბები დაბლოკა, პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ შეეცვალათ მათი კანონპროექტი, რომელმაც სენატის ორპარტიული მხარდაჭერა ხუთშაბათს მიიღო.
ავსტრალიაში მინისტრები ამას აღიქვამენ, როგორც გამარჯვებას ტექ გიგანტების წინააღმდეგ და ამბობენ, რომ Facebook და Google მილიონობით დოლარის ღირებულების ხელშეკრულებებს მოაწერენ ხელს ახალი ამბების გამომცემლებთან.
თუმცა, კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქვეყანამ ამ ნაბიჯით კაპიტულაცია გამოაცხადა — კანონმდებლობის შეცვლით იგი გახდა შედარებით 'უვნებელი' და იგი ტექ კომპანიებს ანიჭებს უპირატესობას მოლაპარაკებებში მედია კომპანიებთან მაშინ, როდესაც აქამდე არსებული კანონი მათ შორის ერთგავრი ბალანსის შენარჩუნებას უწყობდა ხელს.
ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშული ცვლილებების საფუძველზე, ტექ კომპანიები შეძლებენ თავი აარიდონ გარკვეულ წესებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი "მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ" ჟურნალისტიკის განვითარებაში მედია კომპანიებისთვის საკმარისი თანხის გადახდის გზით.
Facebook-ის განცხადების მიხედვით, ავსტრალიის მინისტრები იძლევიან იმის გარანტიას, რომ ტექ კომპანიებს ექნებათ საშუალება თვითონვე გადაწყვიტონ, თუ რომელ მედია კომპანიებს გადაუხდიან თანხას ახალი ამბებისთვის. ეს მნიშვნელოვნად დაასუსტებს მედიის პოზიციას მოლაპარაკებების წარმოების პროცესში.
თეორიულად, ეს კანონი Facebook-ს მისცემს უფლებას, დაბლოკოს ის მედია საშუალებები, რომლებიც თავიანთი შინაარსის განთავსებისთვის მაღალ საფასურს მოითხოვენ და ითანამშრომლოს მათ კონკურენტებთან.
ოთხშაბათს, ცვლილებების გამოცხადების შემდეგ, Facebook დათანხმდა ავსტრალიის ახალი ამბების გევრდების აღდგენას.
ნიკ კლეგმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და Facebook-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ვიცე პრეზიდენტმა, თავის ბლოგ პოსტში Facebook დაიცვა და განაცხადა, რომ ახალი ამბები, რომელიც საიტზე დაიბლოკა, იყო უცნაური და არაგულწრფელი შინაარსის შემცველი.
შემდეგ კი მან დაამატა, რომ Facebook არც იღებს და არც ითხოვს სიახლეების შინაარსს, რომელსაც საიტზე ათავსებენ და საიდანაც იგი სარეკლამო შემოსავალს იღებს. მან თქვა, რომ მომხმარებლების "ბრალია" ამ შინაარსის საიტზე განთავსება.
Google და Facebook წინააღმდეგობას უწევენ ცვლილებებს იმის შიშით, რომ ეს შექმნის საერთაშორისო პრეცენდენტს, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ ბიზნეს მოდელს.
თავიდან Google დაიმუქრა, რომ ისინი მიუწვდომელს გახდიდნენ მათ საძიებო სისტემას მთელი ავსტრალიისთვის, თუმცა, კომპანიამ უკან დაიხია გასულ კვირას და დაიწყო მოლაპარაკებები მედიასთან.
კომენტარები