გარემოს დაბინძურება ჩვენი საუკუნის ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. პლანეტის მოსახლეობა ყოველდღიურად მოვიხმართ ნივთებს, რომლებიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ნაგავსაყრელზე ხვდება და საუკუნეების განმავლობაში არსად მიდის.

ამის მიუხედავად, მაინც რთულია, ბოლომდე გავიაზროთ, ზუსტად რა მასშტაბის პრობლემაზეა საუბარი. ამ ტესტის შევსებით გაიგებ, რამდენად ერკვევი გარემოს დაცვის საკითხებში და ფლობ თუ არა საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რომ დედამიწის კარგი მოქალაქე გერქვას.

ქვიზი: ხარ თუ არა დედამიწის კარგი მოქალაქე

ტესტის დაწყება

1 / 6 65 წლის განმავლობაში, 1950 წლიდან 2015 წლამდე, მსოფლიომ 8.3 მილიარდი ტონა პლასტმასა აწარმოა, საიდანაც 6.3 მილიარდი ტონა უკვე ნარჩენად იქცა. შენი აზრით, ამ ნარჩენიდან რამდენი პროცენტი გადამუშავდა ხელახალი გამოყენებისთვის?

2 / 6 ქალაქ ბათუმის ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად 250-300 ტონა ნარჩენი შედის. აქედან ყველაზე დიდი წილი (28%) ორგანულ ნარჩენებს უჭირავს. მეორე ადგილზეა პოლიეთილენი/პლასტმასა თითქმის 22%-ით. შენი აზრით, ნარჩენის რომელი ტიპია მესამე ადგილზე?

3 / 6 რესურსების დაზოგვისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების შესამცირებლად ერთერთი საუკეთესო პრაქტიკა ნარჩენების გადამუშავებაა. შენი აზრით, ამათგან რა ტიპის ნარჩენების გადამუშავება არ არის შესაძლებელი საქართველოში?

4 / 6 შენი აზრით, ყოველწლიურად რა მოცულობის ნარჩენი გროვდება საქართველოს სამი მუნიციპალიტეტის: ხაშურის, ბორჯომისა და ქარელის ტერიტორიებზე ერთად?

5 / 6 მსოფლიოში გამოყენებული პლასტმასის 40% მოდის:

6 / 6 ბონუს კითხვა: პარკი გნებავთ?

იტვირთება...
ერთი წუთით...

ასევე იხილეთ: "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის" — ნარჩენების შესამცირებლად იდეათონი იმართება

იდეათონი "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის" ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭრით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შესაფუთი მასალების მწარმოებელთა და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციებთან პარტნიორობით. იდეათონი წარიმართება ფორსეტის ორგანიზებით და მისი მედიაპარტნიორია NEXT.On.ge