ევროპელმა მეცნიერებმა საკმაოდ ამბიციურ პროექტზე დაიწყეს მუშაობა, რომლის მიზანი მომავალში კლიმატის ცვლილებების პროგნოზირებაა. პროექტის ფარგლებში გეგმავენ მთელი დედამიწის ვირტუალური ვერსიის შექმნას, სადაც ისინი სხვადასხვა სახის სცენარების წარმართვას და შემდეგ მათ შედეგებზე დაკვირვებას შეძლებენ.

ამ თვეში ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დედამიწის "ციფრული ტყუპსცალი" მეცნიერებს უნდა დაეხმაროს ჩვენს პლანეტაზე კლიმატური პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედების შესწავლაში. ამ მოდელში მკვლევრები გამოიყენებენ კლიმატისა და ამინდის ზუსტ მონაცემებს — ასევე მონაცემებს ადამიანის საქმიანობის შესახებ. ისინი იმედოვნებენ, რომ აღნიშნული მოდელი მათ დაეხმარება იმის გარკვევაში, თუ რომელი ნაბიჯები უნდა დაეხმარება ან არ დაეხმარება ადამიანებს პლანეტის გარემოს დასაცავად და გლობალური კლიმატის ცვლილებების შესამსუბუქებლად.

ვირტუალური პლანეტა ნაწილია ევროკავშირის ათწლიანი პროგრამისა — დანიშნულების ადგილი დედამიწა. ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ETH Zurich) პრეს რელიზის მიხედვით, პროგრამის საბოლოო მიზანია მოქმედების კურსის დასახვა, რომელიც ევროპას დაეხმარება 2050 წლისთვის ნახშირბად-ნეიტრალურობის მიღწევაში. ასე რომ, სხვადასხვა კლიმატური პოლიტიკის მოდელების გავლენის შესწავლას დიდი დრო დასჭირდება.

"მაგალითად, თუ გეგმავთ ნიდერლანდებში ორი მეტრი სიმაღლის ჯებირის აშენებას, მე შემეძლება ჩემს ციფრულ პლანეტაში გადავამოწმო მონაცემები და გავარკვიო, დაგიცავთ თუ არა იგი 2050 წელს მოსალოდნელი ექსტრემალური მოვლენებისგან", — განმარტავს თავის პრეს რელიზში დანიშნულების ადგილი დედამიწას თანა ინიციატორი და საშუალო ამინდის პროგნოზირების ევროპული ცენტრის კვლევების დირექტორის მოადგილე, პიტერ ბაუერი.

დანიშნულების ადგილი დედამიწას მეცნიერები მიანიშნებენ, რომ ამინდისა და კლიმატის მოდელები ათწლეულების მანძილზე იხვეწებოდა და აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ამ პროექტმაც შეიძლება იმუშაოს.

ორშაბათს ჟურნალ Nature Computational Science-ში გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, პროექტში მონაწილე მეცნიერები ამბობენ, რომ მათ მჭიდროდ მოუწევთ მუშაობა კომპიუტერულ მეცნიერებთან და ინჟინრებთან, რათა შექმნან სრულყოფილი მოდელი, რომელიც შეძლებს ყველაფერი იმის შესრულებას, რაც აღნიშნული მიზნისთვის იქნება საჭირო, რადგან ასეთი ჭკვიანი სიმულაციის აწყობა საჭიროებს სპეციალურ აღჭურვილობას და, სავარაუდოდ, იმაზე კიდევ უფრო განვითარებულ სუპერკომპიუტერს, ვიდრე ამჟამად არსებობს.