WhatsApp — "ვინც ახალ წესებს არ დაემორჩილება მესიჯების წაკითხვასა და გაგზავნას ვეღარ შეძლებს"
15 მაისიდან თქვენი აპლიკაცია ფუნცქიონალის დიდ ნაწილს დაკარგავს.
WhatsApp-მა განმარტა, რომ მომხმარებლები, რომლებიც მათ განახლებულ წესდებას არ დაეთანხმებიან ვეღარ შეძლებენ ისეთი საკვანძო ფუნქციებით სარგებლობას, როგორიც მესიჯების გაგზავნა და მიღებაა. ზარებს მაინც მიიღებთ, თუმცა ესეც დროებითი იქნება და ნელ-ნელა ამ ფუნქციასაც ჩამოგართმევენ.
უსაფრთოების განახლებულმა წესდებამ, რომელიც ვოთსაფს უფლებას აძლევს გაუზიაროს ადამიანთა პირადი მიმოწერები მის მფლობელ კომპანიას, ფეისბუქს, მომხმარებელთა შორის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაგზავნილი შეტყობინებები ფეისბუქის სერვერებზე შეინახება და სავარაუდოდ, შემდეგ რეკლამების სამიზნე აუდიტორიების შესარჩევად იქნება გამოყენებული.
ასეთი რამ WhatsApp-ს აქამდეც უქნია, 2016 წელს მან ფეისბუქს დარეგისტრირებული პირების ტელეფონის ნომრები გადასცა.
კომენტარები