ამ ფოტოზე თეთრი წერტილები არც ვარსკვლავებია, არც გალაქტიკები, არამედ შავი ხვრელები
ეს ფოტო უბრალოდ ღამის ცის გამოსახულება არაა. ციმციმა ვარსკვლავების და გალაქტიკების ნაცვლად, ფოტოზე ზემასიურ, აქტიურ შავ ხვრელებს ხედავთ. თითოეული მათგანი გალაქტიკის ცენტრში დიდი რაოდენობით მატერიას ანადგურებს.
ფოტოზე სულ 25 000 შავი ხვრელია. ასტრონომებმა დაბალ რადიოსიხშირეზე დაფიქსირებული შავი ხვრელების ყველაზე დიდი და დეტალური რუკა შექმნეს. ამას, დაახლოებით, 5 წელი დაჭირდა.
"ეს შედეგი მრავალწლიანი მუშაობის და მონაცემების დამუშავების დამსახურებაა", — ამბობს პროექტზე მომუშავე ასტრონომი, ფრანჩესკო დე გასპერინი. "უნდა მოგვეფიქრებინა მეთოდი, რომლითაც რადიოსიგნალებს ცის ფოტოდ გადავაქცევდით".
როცა შავი ხვრელები ციურ სხეულებთან კონტაქტში არ იმყოფებიან, მათი გამოსხივება პრაქტიკულად შეუმჩნეველია. თუმცა, როცა შავი ხვრელი რამეს ანადგურებს, მატერია კი სპირალად იხვევა, მოვლენათა ჰორიზონტზე, შავ ხვრელს უზარმაზარი გამოსხივება აქვს.
ამ შავი ხვრელების აღმოჩენა Low Frequemcy Array (LOFAR)-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. 20 000-მდე რადიო ანტენა ევროპაშია განთავსებული და ის 100 მეგაჰერცზე დაბალი სიხშირეების დეტალური დასურათების ერთადერთი ხელსაწყოა, რომელიც გაგვაჩნია.
კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები