კამპანია "კაცები ზრუნავენ" 1000 მშობლის მარშს უერთდება
დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის. ზოგჯერ პირიქით — დანაშაულია.
10 თებერვალს ქობულეთის რაიონში მომხდარი საზარელი ფაქტის შემდეგ დადუმება სწორედ ასეთი შემთხვევაა.
14 წლის მოზარდის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა — მასზე სექსუალურმა ძალადობამ, ოჯახის წევრების მიერ ფიზიკურმა ძალადობამ, სახელმწიფოს არამყისიერმა და დაგვიანებულმა ქმედებამ, სოციალური თუ საგანმანათლებლო ინსტიტუტების გულგრილობამ, სამართლის ძებნამ და უსამართლობასთან შეჯახებამ, საბოლოოდ კი, მოზარდის სუიციდმა, კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა ის მანკიერი მხარეები, რომლებიც ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზებივით არის გამჯდარი ჩვენს ყოველდღიურობაში. ამ მახინჯ სინამდვილეს შეუძლია მსხვერპლი, მნიშვნელობა არ აქვს, ზრდასრული იქნება ის თუ არასრულწლოვანი, დამნაშავედ შერაცხოს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია.
სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის თვითმკვლელობა, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახის წევრმა დანაშაულის გამოსყიდვა უწოდა, ჩვენთვის, ყველასთვის, წითელ ხაზად, ათვლის წერტილად უნდა ვაქციოთ. უპირობო ბრძოლა გამოვუცხადოთ იმ მანკიერებებს და სტერეოტიპებს, რომელთა გამოც დღეს გოგოები და ქალები ოჯახებში, სკოლებში, ქუჩებში, სოციალური მუშაკების ოფისებსა თუ პოლიციის განყოფილებებში სამართლოდ იჩაგრებიან. მხოლოდ ასე შევძლებთ 14 წლის მსხვერპლისადმი ჩვენი დანაშაულის გამოსყიდვას, რომელიც ვერც მოძალადეებისგან დავიცავით და რომელსაც ვერც სამართლიანობის პოვნაში დავეხმარეთ.
სინამდვილეში, ეს არ არის მხოლოდ ქალების, გოგოების, მათი უფლებების დამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების ბრძოლა. ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის; ძირგამომომპალ აზროვნებასა და პროგრესულ აზროვნებას შორის. ესაა სისასტიკისა და ჰუმანურობის დაპირისპირება, რომელშიც უმნიშვნელოვანესია, რომ ქალების ხმასთნ ერთად კაცების ხმაც ისმოდეს. ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ფესვგადგმულ უსამართლობაზე, ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე კაცები ხმამაღლა ავლაპარაკდეთ და ვთქვათ, რომ აუცილებელია ქალს ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება როგორც საკუთარი სხეულის, ისე საკუთარი ცხოვრების შესახებ.
მხოლოდ ასე, ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვით, შესაბამისი უნარებითა და ცოდნით აღჭურვთ, მათი ეკონომიკური გაძლიერებით, განათლების ხელშეწყობით, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი როლის გაზრდით, თანასწორობითა და ურთიერთპატივისცემით მივაღწევთ სიმშვიდესა და ჰარმონიას ოჯახებში, საზოგადოებასა და ქვეყანაში.
კამპანია "კაცები ზრუნავენ" 1 000 მშობლის მარშს უერთდება, რომელიც 26 თებერვალს, 17:00 საათზე, ვარდების მოედანზე გაიმართება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები