ღარიბაშვილის მთავრობაში მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის
რეგიონული განვითარების და ინფრასტურქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში აღარ იქნება. ამ თანამდებობას მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.
"მე მინდა, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნისადმი, მისი გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც 9 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე 5 პრემიერმინისტრის მთავრობას და მე მინდა გუნდის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო", — განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცქიტიშვილის თქმით, "ბოროტად ისარგებლა" იმით, რომ 15 წელზე მეტია იცნობს ღარიბაშვილს და სთხოვა, რომ მისცეს საშუალება დაუბრუნდეს ოჯახს და წავიდეს აქტიური პოლიტიკიდან.
"გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და შესაბამისად, ის 9 წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების, ძალიან დატვირთული და საინტერესო დავასრულო ამით და მივცე საშუალება ჩემს გუნდს... ბატონი ირაკლი ქარსელაძე უკვე როგორც ითქვა არის ჩემი პირველი მოადგილე 3 წლის განმავლობაში", — თქვა ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და გუნდს და აღნიშნა, რომ მათ გულშემატკივრად რჩება.
"პოლიტიკაში მისი მოსვლის პირველივე დღიდან ასევე, მოგეხსენებათ პოლიტიკაში ვიყავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე ვიზიარებდი სრულად ქართული ოცნების ფასეულობებს, სულისკვეთებას და მე ვრჩები ამ ფასეულობების ერთგული და ბუნებრივია, ყოველთვის ვიქნები ქართული ოცნების მხარდამჭერი და გულშემატკივარი იმ ხალხის, რომელიც ასე გულწრფელად და კარგად აკეთებს თავის საქმეს".
ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და თქვა: "ვისარგებლებ შემთხვევით, რომ როგორც აქტიური პოლიტიკიდან წასული ადამიანი, აღარ ვიყო თქვენი რესპონდენტი".
მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.
ცქიტიშვილის გარდა, სამთვრობო გუნდში კიდევ ერთი ცვლილებაა. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე იქნება. სხვა მინისტრებს ღარიბაშვილი უცვლელად ტოვებს.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები