საქართველო დგას საფრთხის წინაშე, რომ გახდეს ერთპარტიული სახელმწიფო — აშშ-ს ყოფილი ელჩი
ფოტო: ამერიკის ხმა
საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის განცხადებით, საქართველო დგას რეალური საფრთხის წინაშე, რომ ერთპარტიული სახელმწიფო გახდეს. ამერიკის ხმასთან ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არ უნდა დაუბრუნდეს პერიოდს, როცა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქუჩაში ებრძოდნენ.
"რეალურად საქართველო საფრთხის წინაშე დგას, რომ გახდეს ერთპარტიული სახელმწიფო. ისეთი, როგორიც მექსიკა იყო მრავალი წლის განმავლობაში. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, განსაკუთრებით ახლა როცა, ამერიკას შეერთებული შტატებში ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ბევრად უფრო მეტად იქნება კონცენტრირებული ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის საკითხებზე, ვიდრე წინა ადმინისტრაცია", — ამბობს იალოვიცი.
ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ღირებულებებს უფრო დიდი ადგილი ექნება და საქართველოს მთავრობამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ამის მეორე ნაწილია ნაციონალური მოძრაობა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის "უწყვეტი გავლენა" ქართულ პოლიტიკაზე, კონსტრუქციული არაა.
იალოვიცს მიაჩნია, რომ იმისთვის, რომ ქვეყანა მიმდინარე ჩიხიდან გამოვიდეს, ორი რამ უნდა მოხდეს:
"ერთი ისაა, რომ მელიასთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაიჭრას. უნდა შეტრიალდეს ეს ნაბიჯები. არ მაქვს სურვილი გავაკრიტიკო ქართული მართლმსაჯულების სისტემა, მაგრამ გარე დამკვირვებლისთვის ეს პოლიტიკურ მანევრად აღიქმება. მაგრამ მეორეს მხრივ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. მე ვერ ვხედავ სხვა გზას, რომ პოლიტიკური ვითარება გაუმჯობესდეს და გახდეს ფუნქციური".
ყოფილი დიპლომატი გიორგი გახარიას გადადგომასა და ახალი პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენასაც გამოეხმაურა და ამბობს, რომ არ სურს ნეგატიური განცხადება გააკეთოს ახალ პრემიერმინისტრზე, თუმცა ისინი ხშირად იცვლებიან.
"ისინი დაინიშნებიან, შემდეგ ბატონ ივანიშვილთან უთანხმოება მოსდით და მათ ცვლიან. ეს ბატონი [ირაკლი ღარიბაშვილი] წარსულშიც იყო პრემიერ-მინისტრი. შემდეგ ის ძალიან კარგი ტექნოკრატით [გიორგი კვირიკაშვილი] შეცვალეს, რომელიც ასევე გაუშვეს თანამდებობიდან. საქართველოს სჭირდება კარგი მმართველობა, კარგი პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქნება პატრიოტი, ადამიანი რომელიც იქნება გამაერთიანებელი მესიჯების მქონე", — ამბობს ის.
იალოვიცი ქართულ ოცნებაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე საუბრობს. მას არ სჯერა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილი, ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდა.
'"მჯერა თუ არა რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა? არა. ის ქართულ ოცნებას აფინანსებს. ის საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია და მას უდიდესი გავლენა აქვს. ეს სახიფათოა. ამაზე წლების წინ სხვა ადამიანებთან ერთად ვწერდი, რომ მისი გავლენა, როგორც დემოკრატიულ სისტემაში არარჩეული პირისა, არის სახიფათო. პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა ახლა. თუმცა, ამის მიუხედავად, მიმდინარე პრობლემა უნდა გადაიჭრას. ჩვენ ყველას გვეშინია ძალადობის. არავის გვსურს ვნახოთ ისეთი ვითარება საქართველოში როგორც ეს 20-30 წლის წინ იყო, როცა სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქუჩაში ებრძოდნენ. ახლა დროა ცივი გონების ადამიანებმა გაიმარჯვონ და როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე ქართულმა ოცნებამაც გააცნობიერონ, რომ საქართველოს მომავალი გზაჯვარედინზეა", — თქვა მან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები