ჩვენ არ ვართ სასამართლო, ჩვენ არ გვევალება შევიდეთ სამართლებრივ განხილვებში — ოხანაშვილი
ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, პარლამენტი "არ წარმოადგენს სასამართლოს", შესაბამისათ მათ არ აქვთ უფლებამოსილება, შევიდნენ სამართლებრივ დავებში.
"უნდა განვიხილოთ საკითხი, ამ პირმა დაარღვია თუ არა საქართველოს კანონმდებლობა, როცა მან უარი თქვა გამკაცრებული გირაოს გადახდაზე და არის თუ არა ამ პირობაზე დაყრდნობით გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა. ჩვენ არ ვართ სასამართლო. ჩვენ არ გვევალება და არ გვაქვს უფლება ისეთ სამართლებრივ განხილვებში და მასალებში შევიდეთ, რომელიც არის სასამართლოს პრეროგატივა", — განაცხადა ოხანაშვილმა.
მან, ასევე, მოუწოდა ნიკა მელიას, თუ აქვს სურვილი, შეუძლია კომიტეტის ფარგლებში კითხვები დასვას.
"მე ველოდები და მოვუწოდებ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ყველა დეპუტატს, რომელმაც ხალხის მანდატით მიიღეს წარმომადგენლობის უფლება, ისინი ვინც პარლამენტში შემოვიდნენ და ისინი ვინც არ შემოვიდნენ. თუ აქვთ შეკითხვები, პარლამენტის წევრებმა ერთად დავსვათ. ეს სასამართლო პროცესი ვერ იქნება. მე ველოდები და მოვუწოდებ, თუნდაც ბატონ ნიმანორ მელიას, თუ რამე აინტერესებს, კომიტეტის ფარგლრში დავსვათ [კითხვები]", — განაცხადა ოხანაშვილმა.
რაც შეეხება ადვოკატებს, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა მათ და ბრალდების მხარეს პაექრობა გადაწყვიტონ სასამართლოში.
[მელიას ადვოკატების არ შემოშვებაზე] კომიტეტები სწავლობენ კონკრეტულ საკითხს, კონკრეტულმა დეპუტატმა, ნიკანორ მელიამ დაარღვია თუ არა ის პირობა, რომელიც მას კანონმდებლობით დაეკისრა და ეს დაარღვია თუ არა, შესაბამისად აქვს თუ არა გენერალურ პროკურორს შესაბამისი მომართვის საფუძველი. ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ, მივცეთ შესაძლებლობა ადვოკატებსა და ბრალდების მხარეს პაექრობა გადაწყვიტოს სასამართლოში. ჩვენ არ ვართ სასამართლო. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას საკუთარი არგუმენტები გაცვალონ სასამართლოს წინაშე", — განაცხადა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციონერებს შემოდით პარლამენტში და კითხვები დასვუთო.
"თუ ისინი არ მოდიან და ამ შეკითხვებს არ სვამენ, ეს არის ერთადრთი რამის მაჩვენებელი, ან არ აქვთ შეკითხვები, ან ისინი დარწმუნებული არიან, რომ ბატონმა მელიამ დაარღვია კანონი", — თქვა მან.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიას მანდატის შეწყვეტაზე იმსჯელებენ.
12 თებერვალს მელიას დაკავებისთვის გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა. იმის გამო, რომ მელია ოფიციალურად პარლამენტის დეპუტატია, მას იმუნიტეტი იცავს.
გენერალურ პროკურატურას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება იმისთვის, რომ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. იმუნიტეტის მოხსნი საკითხი კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს.
პროკურატურამ ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რათა გირაოს თანხა გადაეხადა, რომელიც მას ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაეკისრა. ეს ვადა სწორედ 12 თებერვალს ამოიწურა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.
ამავე საქმეზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა პროკურატურამ 2019 წლის ივნისშიც მიმართა. მაშინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და პროკურატურას მისი დაკავების უფლება თუმცა სასამართლომ მას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.
2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
2020 წლის 1 ნოემბერს არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა და განაცხადა რომ მას აღარ გაიკეთებდა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 ათას ლარამდე მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობად 70 ათასი ლარი შეეფარდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები