სასტუმრო ბუდაპეშტის მესაკუთრესთან შეხვედრაზე ვერაფერზე შევთანხმდით — ხმალაძე
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სასტუმრო ბუდაპეშტის მესაკუთრესთან გამართულ შეხვედრაზე ვერაფერზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ინვესტორს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა კიდევ ერთხელ შესთავაზეს. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო შეთანხმება იმაზე, რაც დღეს მოხდა. საუბარია ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანაზე, რაც, მისი თქმით, უკანონოა და ასეთი რამ არ შეიძლება განმეორდეს.
"ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ადგილმონაცვლეობის შეთავაზება მათი უფლებების დაცვის, მათი კომერციული ინტერესების შენარჩუნების მიზნით. ამისთვის მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა, შევარჩიეთ მიწის ნაკვეთები და შევთავაზეთ. დღევანდელ შეხვედრაზე რაც მათ გააჟღერეს, იყო ის, რომ ააშენებენ რესტორანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. 2 წლის წინ, როდესაც ჩვენ მათთან მოლაპარაკება დავიწყეთ, საუბარი იყო რესტორან ბუდაპეშტის აღდგენაზე, რომელიც ათეული წლები იდგა ვაკის პარკში და არა სასტუმროს პარამეტრებით რაღაც უზარმაზარი ნაგებობის განთავსებაზე. ჩვენთვის ნაგებობის ფუნქციას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია.
დღეს ჩვენ შეხვედრაზე აბსოლუტურად ვერაფერზე შევთანხმდით, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ დასხდებიან პარტნიორები და დაილაპარაკებენ", — განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
ხმალაძე იმედოვნებს, რომ ინვესტორი საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მიიღებს და ადგილმონაცვლეობას დათანხმდება. მისივე თქმით, ვაკის პარკში სასტუმროს ვერანაირად ვერ ააშენებენ.
დღეს, 15 თებერვალს ინვესტორმა სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა განაახლა. სამშენებლო სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ადგილზე ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია მივიდა.
ერთი წლის წინ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების სრული უფლება აქვს და მშენებლობის განახლებას გეგმავს. ტიფლის კოსტავას დირექტორი, გიორგი ზაქაიძე აცხადებდა, რომ მათ აქვთ სამშენებლო ნებართვა და სამივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, მშენებლობის უფლებაზე.
გიორგი ზაქაიძის თქმით, კომპანიამ აუდიტორული დასკვნა წარუდგინა მერიას, რის საფუძველზეც უნდა აენაზღაურებინათ მათივე ინვესტიცია, თუმცა როგორც ამბობდა, მათთვის სასურველი შეთავაზება მერიისგან ამ დრომდე ვერ მიიღეს.
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ კომპანიის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს მერია ვერ მიიღებს.
2020 წლის თებერვალში თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინვესტორს კვლავ ადგილმონაცვლეობა შესთავაზა. ზაქაიძემ განმარტა, რომ ადგილმონაცველობისთვის მერიამ ონკოლოგიური საავადმყოფოს გვერდით არსებული ტერიტორია შესთავაზა, რაზეც მათ უარი თქვეს.
სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში
2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ თბილისში, ჭავჭავაძის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა. ამავე წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, არქიტექტურის სამსახურმა თბილისში ჭავჭავაძის გამზირ #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.
აღნიშნული განკარგულებისა და ბრძანების გაუქმება მწვანე ალტერნატივამ 2014 წელს საქალაქო სასამართლოში მოითხოვა. ორწლიანი დავის შემდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა — სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მერიის 24 ივლისის განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.
2016 წელს მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა და წინა ინსტანციის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს გრაალმა და შპს ტიფლის კოსტავამ, რომლებიც აშენებენ სასტუმრო ბუდაპეშტს.
2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანიების სარჩელი და გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 2019 წლის 16 იანვარს კი უზენაესმა სასამართლომ მშენებლობასთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რითაც წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები