NASA 500 000 დოლარს გადასცემს მას, ვინც კოსმოსში საკვები პროდუქტების მოყვანის საუკეთესო გზას მოიფიქრებს
ცოტა ხნის წინ NASA-მ გამოაცხადა, რომ ის 500 000 დოლარს სთავაზობს ადამიანს, რომელიც მათ კოსმოსის გრძელვადიან მისიებში მონაწილე ასტრონავტების საკვებით უზრუნველყოფის საუკეთესო იდეას მიაწვდის. კოსმოსური სააგენტო ამ გზით ცდილობს გადაჭრას საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაწოდონ გრძელვადიან მისიებში მონაწილე ასტრონავტებს რაიმე საკვები, გარდა მშრალი და დაკონსერვებული პროდუქტებისა, რომლებითაც ისინი დედამიწიდან მარაგდებიან. იდეების მიწოდების საბოლოო ვადა 30 ივლისია. პროექტს Deep Space Food Challenge ეწოდება.
30 ივლისის შემდეგ NASA გამარჯვებულ იდეას აარჩევს. მსგავსი გამოწვევა აქვს კანადის კოსმოსურ სააგენტოსაც, ეტაპობრივი ჯილდოებით, რომელიც ჯამში ასევე 500 000 დოლარს შეადგენს, მთავარი ჯილდოს გადაცემა კი 2024 წელს მოხდება. NASA-ს მთავარი მეცნიერი განვითარებულ კვებით ტექნოლოგიებში გრეის დუგლასია, რომელიც ამჟამად ჰიუსტონში, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში მუშაობს. დუგლასი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ NASA-ს აქვს როგორც ცოდნა, ასევე საკმარისი უნარები ამ სფეროში, ისინი იმასაც აანალიზებეენ, რომ ტექნოლოგიები და იდეები სააგენტოს გარეთაც არსებობს.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურებზე მომუშავე ასტრონავტებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ საკვების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. დუგლასმა ცოტა ხანის წინ თავის კოლეგებთან ერთად გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც იგი ხაზს უსვამს ISS-ის ასტრონავტების პრობლემას ერთფეროვანი საკვების შესახებ. ასტრონავტებმა განაცხადეს, რომ ისინი წელიწადში რამდენჯერმე მარაგდებიან ახალი ხილით, ბოსტნეულით და სხვა პროდუქტებითა თუ ნივთებით, რაც მათ ფსიქოლოგიურად ეხმარება და შვებას გვრის.
ამავე მოხსენებაში საუბარია სხვა გზებზე, რომლებითაც NASA ცდილობდა კოსმოსში საკვების (გარდა მწვანილის და ბოლოკისა) გაზრდას. სხვა ექსპერიმენტები მოიცავდა ორბიტაზე საფუარის გაზრდას, რომელიც შეიცავს იმ საკვებ ნივთიერებებს, რაც ასტრონავტების კვებას უფრო სრულფასოვანს გახდიდა. თუმცა, ვერც ერთმა ექსპერიმენტმა ვერ შეძლო ასტრონავტების მოამარაგება საკმარისი რაოდენობის საკვებით.
Apollo-ს ერის დროს, მთვარის კაფსულებში იყო ცხელი წყლის მარაგი, რომელსაც ასტრონავტები მშრალი საკვების დატენიანებისა და განახლებისთვის იყენებდნენ. თუმცა, დუგლასმა აღნიშნა, რომ NASA სავარაუდოდ ვერ შეძლებს 10 დღეზე უფრო ხანგრძლივი მისიების ცხელი წყლით უზრუნველყოფას. გრძელვადიანი მისიების საკვებით მომარაგება ის დილემაა, რომელიც იქმადე უნდა გადაწყდეს, სანამ მარსის კოლონიზაციაზე ვიფიქრებთ, რადგან მომმმარაგებელ მოწყობილობას დედამიწაზე ჩამოსასვლელად და წითელ პლანეტაზე დასაბრუნებლად დაახლოებით 250 დღე დასჭირდება, რაც მსგავს მისიებს თითქმის შეუძლებელს ხდის.
კომენტარები