SpaceX-ის რაკეტა, რომლითაც მარსზე გაფრენის ტესტირებას ატარებდნენ, დაშვებისას აფეთქდა
SpaceX-ის რაკეტამ მაღალ სიმაღლეზე ფრენის ტესტი შეასრულა. რაკეტის უკან დაბრუნება კი ვეღარ მოხერხდა, ის დაშვებისას აფეთქდა.
Starship SN9-ის პროტოტიპი, SpaceX-ის ბაზიდან, სამშაბათს გაეშვა და ათი კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ უკან დაბრუნება აფეთქებით დასრულდა.
უშუალოდ დაშვებამდე, რაკეტამ კომპლექსური მანევრები შეასრულა, მაგრამ უკვე გასწორება ვეღარ მოასწრო.
ულტრა ამბიციური კოსმოსური ხომალდი გამიზნულია, როგორც მრავალფუნქციური სატრანსპორტო საშუალება, რომელმაც კაცობრიობა დედამიწის ორბიტაზე, მთვარეზე და მარსზე უნდა გაიყვანოს. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ადამიანებთან ერთად ხომალდი მათ ტვირთსაც წაიღებს.
სამწუხაროდ, დეკემბერში, Starship-ის პროტოტიპის დაშვების წინა მცდელობამაც ცუდად ჩაიარა და ისიც აფეთქებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ტესტირების პროცესში ხომალდში ადამიანები არ იმყოფებიან და ისინი უპილოტოდ იმართებიან.
უახლოეს მომავალში Starship-ის SN10-ის პროტოტიპის გაშვებაა მოსალოდნელი.
"ეს ტესტირებები ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან, ძალიან რთულია. მომავალში ჩვენ მოგვიწევს იქ დაშვება, სადაც მომზადებული ზედაპირი ან ასაფრენი ზოლი არ იარსებებს. წარმატების შემთხვევაში, ეს საშუალებას მოგვცემს სრულად გამოიყენოთ მრავალჯერადი ტრანსპორტირების სისტემა, რომელიც შექმნილია ეკიპაჟის და ტვირთის ხანგრძლივ, პლანეტურული ფრენებისთვის." ამბობენ SpaceX-ში.
SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკსს, სურვილი აქვს, რომ ყოველწლიურად 100 ისეთი კოსმოსური ხომალდი აწარმოოს, რომლიდანაც თოთოეული 100-მდე ადამიანის კოსმოსში გაყვანას შეძლებს.
კომენტარები