ანტისაბჭოთა ნარატივები ოთარ იოსელიანის 5 ფილმში
ფოტო: Sasha Krasnov
1934 წლის 2 თებერვალს დაბადებული ქართველი რეჟისორის, ოთარ იოსელიანი კარიერა პირობითად ორ — ქართულ და ფრანგულ პერიოდად შეიძლება დავყოთ. ქართული პერიოდი საბჭოთა რეჟიმს დაემთხვა, თუმცა ეს რეჟისორისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად ვერ იქცა და მაინც ქმნიდა კინოს, რომელიც საბჭოთა წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამდა. ინდივიდზე მოფიქრალი რეჟისორისთვის, რომლის ფილმებიც ქართული მოტივებით იყო დახუნძლული კინოენა თავისუფალი სიტყვის თქმის საშუალებად იქცა, ზოგიერთმა ფილმმა კი საბჭოთა კონტექსტის გამო შეიძინა პოლიტიკური განაცხადის წონა.
ამ სტატიაში ოთარ იოსელიანის ქართული პერიოდის ფილმების ანტისაბჭოთა ნარატივებს გაეცნობით.
1. საკუთარი თავის ძიება ანუ "არაფრის კეთება" — იყო შაშვი მგალობელი (1970)
ფოტო: ქართული ფილმი
იყო შაშვი მგალობელი ახალგაზრდა ბიჭზე გვიყვება, რომელიც ვერც საქმეს უდებს გულს, ვერც გარშემომყოფთა წესებს ერგება და დღეებს ხეტიალით და წვრილმანი ამბებით კლავს. მუსიკის წერა უნდა და ეგეც არ გამოსდის, რადგან გარემო ცარიელია და მისგან არც მოტივაციის და არც ინსპირაციის გამოწურვა არ გამოდის, ორკესტრში მუშაობს, მაგრამ ეგეც არაფრად მიაჩნია და ამასობაში, ნაცნობები საბჭოთა საზოგადოების მოსაწონ გზებს ნახულობენ, საქმიანობის სფეროს ირჩევენ, ქორწინდებიან. მგალობელი შაშვი კი თვითძიების გზას ადგას, თუმცა არ გამოსდის, რადგან გარემო მსგავსი ძიებებისთვის არ არის შექმნილი. ფილმი მშრომელთა კლასის საპირისპირო იდეებს აქცევს ფოკუსში და ამით ანტისაბჭოთა განაცხადს ქმნის, ინდივიდუალური გზის ჩვენებით, "არაფრის კეთების" დაფარულ დეტალებს აშიშვლებს და საბჭოთა სისტემაში ინდივიდის გაქრობის ამბავს ყვება.
2. ერთიანი, "დიადი" ერის უტოპიური იდეა — პასტორალი (1975)
ფოტო: ქართული ფილმი
ფილმ პასტორალის სიუჟეტი ქალაქის და სოფლის შეპირისპირების და ორი სხვადასხვა რიტმის ურთიერთქმედებით იქმნება. მუსიკალური კვარტეტი რეპეტიციებისთვის სოფლად მიდის და იქ მცხოვრებთა მისწრაფებებს ვერ ერგება. სოფლის მკვიდრთა წვრილმანი რიტუალები, ტრადიციული მუსიკის ყოველდღიურ რეალობაში არსებობა, რომელიც ვიწრო სოციუმისთვის არის სახასიათო და ერთიანი მშრომელთა კლასის პორტრეტის ჩარჩოს სცდება, ყველაზე უკეთ ამბობს, რომ შეუძლებელია შეიქმნას ერთიანი, "დიადი" ერის იდეით გულანთებული საზოგადოება, რომლის ყველა ელემენტს კონკრეტული, კარგად განსაზღვრული როლი აქვს.
3. საბჭოთა სისტემა, როგორც მასობრივი წარმოების მანქანა, რომელიც ხარისხს ანადგურებს — გიორგობისთვე (1966)
ფოტო: ქართული ფილმი
ოთარ იოსელიანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, გიორგობისთვის სიუჟეტი ღვინის ქარხნის ირგვლივ ვითარდება და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმის წინააღმდეგ წასულ ნიკოზე გვიყვება. ნიკოს პერსონაჟი ქარხნის, საბჭოთა "გეგმის შესრულების" იდეის და შესაბამისად მთელი სისტემის წინააღმდეგ მიდის, მარტივი, თუმცა უმნიშვნელოვანესი იდეით, დაიცვას ღვინის ხარისხი. იმის გარდა, რომ ფილმი კონკრეტული ისტორიით ზოგადად საბჭოთა სისტემის მასობრივი წარმოების გეგმის გამო ყველაფრის გაუფასურებაზე ყვება, იმასაც ამბობს, რომ ამ სისტემაში ჩაბმული ადამიანები თვითონ არიან მანკიერნი, უსაფრთხოების გამო მაამებლობას არ ერიდებიან, თუმცა სულაც არ მოსწონთ სისტემა, რომელიც ნელ-ნელა ანადგურებს ყველაფერს, რაც ღირებულია.
4. ოჯახური იდილიის მიღმა დიდი პრობლემები იმალება — აკვარელი (1958)
ფოტო: All-Russian State Institute Cinematography
ოთარ იოსელიანის პირველი ფილმი, მოკლემეტრაჟიანი აკვარელი 10 წუთში ახერხებს იმის თქმას, რომ ამბები, რომელიც ხალხამდე ისე მიდის, როგორც ოჯახური იდილია, სოფლად ცხოვრების მშვიდი ელფერი და ერთგვარი ზღაპარი, რეალურად ბევრად მნიშვნელოვან პრობლემებს იტევს, ფილმში ასეთი პრობლემა უკიდურესი სიღარიბე და თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა. მსგავსი ისტორიების მოყოლა საბჭოთა სისტემის იდეას ძირს უთხრის, რადგან ააშკარავებს იმ დეტალებს, რომლებიც კარგად გაპრიალებული ზედაპირის მიღმა იმალება. აკვარელში პროპაგანდისტული ხელოვნების ბუნებაც კარგად ჩანს, რომელიც ყოველივეს შელამაზებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ფილმი სოფიკო ჭიაურელის მეორე კინოროლია.
5. საბჭოთა ამბების არმოყოლაც ანტისაბჭოთა განაცხადია — საპოვნელა (1959)
ფოტო: ქართული ფილმი
ოთარ იოსელიანის მეორე ფილმიც მოკლემეტრაჟიანი იყო. საპოვნელა ყვავილებზე გვიყვება და მიხა მამულაშვილზე, მებაღე-დეკორატორზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ყვავილებს მიუძღვნა, ფილმს ფონად ფოლკლორული მუსიკა გასდევს და ერთ მომენტში ეკლესიის ზარის ხმასაც გაიგონებთ, მაგრამ ვერაფერს გაიგებთ იმაზე, რაც ყვავილების მიღმაა. დროში გაყინულ იდილიას არაფერი არღვევს, მხოლოდ სიფაქიზე და ადამიანის შინაგანი სამყაროს ნატიფი ბუნების წინ წამოწევა. ეს ფილმი უარს ამბობს ტრაფარეტბზე, დიდ ამბებზე, სათქმელზე, რომელიც სისტემას აქვს და მცირე დეტალებით ანტისაბჭოთა განწყობის შექმნას ახერხებს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა

კომენტარები