ნაგვის თავზე დაყრა თურმე გამოხატვის თავისუფლება იყო და მელაშვილის ინციდენტი უმძიმესი თავდასხმა — მდინარაძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მაღაზიაში ივერი მელაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და პარალელს ბათუმში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრასთან ავლებს. კერძოდ, ის ამბობს, რომ ქართული ოცნების ოპონენტების აზრით, ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაა და ივერი მელაშვილის შეურაცხყოფა "უმძიმესი თავდასხმა". აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ორმა ლიდერმა, ნაგვის თავზე დაყრა გამოხატვის თავისუფლებად არ მიიჩნია.
"არაფერს ნიშნავდა თურმე და გამოხატვის თავისუფლება იყო ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც ნაგავი ჩამოამხეს ადამიანს, დეპუტატს თავზე მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პოზიცია ნაცმოძრაობის პოზიციას არ დაემთხვა. ეს გამოხატვის თავისუფლება იყო და გუშინდელი ინციდენტი თურმე იყო უმძიმესი თავდასხმა. ეს არის ორმაგი სტანდარტი. იქაც შეიძლება ჩვენ გარკვეული კრიტიკა ჩავრთოთ, მაგრამ ხარისხი დამოკიდებულების, ხარისხი მიმართვის და იმ ადამიანს შეიძლება აბსოლუტურად გულწრფელად სჯეროდა და სწამდა იმის, რასაც ამბობდა... შეიძლება არ გავამართლოთ, მაგრამ გულწრფელად სწამდა და სჯეროდა იმისა, რასაც აკეთებდა და მეორე მხრივ, ჩვენ თავდასხმას არ ვუწოდებთ ნაგვის თავზე ჩამომხობას, პატივისა და ღირსების ამგვარ უმძიმეს შელახვას და ეს თურმე მოსულა ნაცებისა და მათი პროპაგანდისტების აზრით და ადამიანს რაღაც უთხრა, მისი აზრი, თუნდაც იმ ფორმით, ეს თურმე არ მოსულა. ორმაგი სტანდარტია, თორემ ამასაც გავაკრიტიკებდი", — აცხადებს მდინარაძე.
ჟურნალისტის კითხვას, ამგვარი განცხადებები შეიძლება გახდეს თუ არა წახალისება, მდინარაძე პასუხობს, რომ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების სტრატეგია "მოღალატეობრივია".
"დაცვის სტრატეგია, რომელიც გადის იმაზე, რომ მტკიცებულებებით, დოკუმენტურად დადასტურებული რაც არის, ისიც კი არ არის ჩვენი, ეს არის მოღალატეობრივი. ეს ჩემი აზრითაც. ეს არ არის წახალისება, ეს არის სიმართლე. თუ რომელიმე ადამიანს ასე მიაჩნია, ეს შეუძლია ეს თქვას, თუმცა ფორმა რაღაც მომენტში შეიძლება გადაზედმეტებულად მოგვეჩვენოს ჩვენ ყველას ერთად, მაგრამ როდესაც ასჯერ უარესზე თქვენ ამბობთ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ამას თავდასხმას უწოდებთ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი", — თქვა მდინარაძემ.
აღსანიშნავია, რომ მელაშვილი/ილიჩოვას დაცვის მხარეს ამგვარი სტრატეგია არ აქვს და ადვოკატებს ასეთი განცხადება არ გაუკეთებიათ.
გუშინ, პირველ თებერვალს, კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები