ნაცრისფერი ციყვის პოპულაციის კონტროლისთვის კონტრაცეპტივებს გამოიყენებენ
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის თანახმადაც დასაშვებია პერორალური კონტრაცეპტივები ნაცრისფერი ციყვის პოპულაციის კონტროლისთვის.
გარემოს დაცვის მინისტრი, ლორდ გოლდსმიტი ამბობს, რომ ნაცრისფერი ციყვების და სხვა ინვაზიური სახეობების მხრიდან, ქვეყნის ტყეების მიმართ მიყენებული ზიანი, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას წელიწადში 1,8 მილიარდი ფუნტი სტერლინგი უჯდება.
სამშაბათს, გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (Defra) განუცხადა BBC News-ს: "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამეცნიერო მიღწევები შეუწყობს ხელს ჩვენი ბუნების უსაფრთხო აყვავებას, ინვაზიური სახეობების ჰუმანური კონტროლის გზით."
პროექტის უკან კონსერვაციისა და სატყეო ორგანიზაციების პარტნიორობა UK Squirrel Accord (UKSA) დგას. მათი თქმით ნაცრისფერი ციყვი, რომელიც პირველად ჩრდილოეთ ამერიკიდან მე-19 საუკუნის ბოლოს გავრცელდა, დიდ ზიანს აყენებენ ტყეებს. მღრნელები 10-დან 50 წლამდე ასაკის ხეებს ქერქს აცლიან.
ციყვები განსაკუთრებით მავნებლობენ ფართოფოთლოვან ჯიშებზე, მათ შორის მუხებზე, რომლებიც ეკოლოგიურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანნი არიან, რადგან ისინი ეხმარებიან სხვა მრავალ სახეობას გამრავლებაში.
დადგენილია, რომ დიდ ბრიტანეთში ინვაზიური სახეობის მღრღნელების, დაახლოებით, სამი მილიონი წარმომადგენელი ყავთ.
ლორდ გოლდსმიტი ამბობს, რომ მთავრობა მხარს უჭერს გეგმას და ასევე გრძელვადიანი ძალისხმევის გაღებას, რაც დაკავშირებულია მდედრი ნაცრისფერ ციყვების რაოდენობის შემცირებასთნ.
გოლდსმიტი ამტკიცებს, რომ ინვაზიური სახეობები, როგორიცაა ნაცრისფერი ციყვი, საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის ბიომრავალფეროვნებას.
ნაცრისფერი ციყვის პოპულაციის კონტრაცეპტივებით მართვის შესახებ 2017 წლიდან საუბრობენ. ცხოველთა და მცენარეთა სააგენტომ თქვა, რომ ამ გზით, ციყვების რიცხვი შეიძლება შემცირდეს 90%-ით.
პროექტს ასევე აქვს სამეფო ნებართვა. პრინცი ჩარლზი მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის ციყვების შესახებ შეთანხმების შექმნაში, რომლის მიზანი იყო "დიდ ბრიტანეთში ინვაზიური ნაცრისფერი ციყვების უარყოფითი ზემოქმედების მართვა".
ედინბურგის ნაპიერის უნივერსიტეტის ეკოლოგი — ჯეისონ გილხრისტი ამბობს, რომ მხარს უჭერს კონტრაცეპტივების გზით პოპულაციის შემცირების გეგმას. იგი აღიარებს, რომ საჭიროა ნაცრისფერი ციყვის პოპულაციების მართვა. "ეს უკეთესი ალტერნატივაა ვიდრე თოფი", — განუცხადა მან BBC News-ს.
ეს არის იგივე არგუმენტი, რომელსაც UKSA იყენებს: კონტრაცეპტივები ციყვების პოპულაციის შემცირების ჰუმანურ ალტერნატივას წარმოადგენს.
გასულ კვირას, სამეფო სატყეო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა საიმონ ლოიდმა თქვა, რომ: "გლობალური დათბობის დაძლევისა და ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესების მცდელობები უშედეგო იქნება, თუ ნაცრისფერი ციყვის რიცხვი არ შემცირდება. ახალი ხეები ვერ გადარჩებიან, რომ ბიომრავალფეროვნება გაიზარდოს, ეს ყველაფერი ვერ მოხდება თუ ნაცრისფერი ციყვების პოპულაცია არ გაკონტროლდება", — განუცხადა მან Daily Telegraph-ს.
UKSA უკვე სამ წელზე მეტია, რაც ექსპერიმენტებს ატარებს ციყვებისთვის კონტრაცეპტივების მიწოდების გზებზე .გასულ წელს, მათ გამოსცადეს სპეციალური კვებითი სადგურები, რომლებიც შექმნილია ისე, რომ მხოლოდ ნაცრისფერ ციყვებს შეუძლიათ ისარგებლონ, აღმოსავლეთ იორკშირშის ტყეებში.
ბრიტანელი ეკოლოგები მუშაობენ მეთოდებზე, რომელიც დაეხმარება მათ შეამცირონ ნაცრისფერი ციყვების რაოდენობა, რადგან მათი მავნე ზეგავლენა გარემოზე უარყოფითი შედეგების მომტანია.
კომენტარები